www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ავტომობილების შესყიდვების/შეფასების სამსახურის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ქარფესტი
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / განცხადების ვადა: 27 თებერვალი

კომპანია ქარფესტი აცხადებს ვაკანსიას ავტომობილების შესყიდვების და შეფასების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე, საოპერაციო დეპარტამენტში.

კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს - ავტომობილების შეძენა საზღვარგარეთ გამართულ აუქციონებზე და მათი ტრანსპორტირება საქართველოში, ასევე ლოკალური ავტომობილების შეძენა.

ძირითადი მოვალეობები:

** ადგილობრივი საავტომობილო ბაზრის კვლევა და მუდმივი მონიტორინგი
** ადგილობრივი საავტომობილო საბაზრო ფასების, სპეციფიკაციის, მოთხოვნების, მუდმივი ანალიზი
** აუქციონებზე შესაძენი ავტომობილების ლისტის და ფასების განსაზღვრა
** აუქციონებზე ავტომობილების ფასების მონიტორინგი და ანალიზი
** ლოკალური შესაძენი ავტომობილების ლისტის და ფასების განსაზღვრა
** ავტომობილების შემფასებლების გუნდის მართვა
** ზიანების ანაზღაურების გუნდის მართვა

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება საავტომობილო სფეროში, შესყიდვების ან/და გაყიდვების მიმართულებით
** საზღვარგარეთ გამართულ აუქციონებზე ავტომობილების შეძენის და იმპორტის გამოცდილება
** აუცილებელია ავტომობილების ტექნიკური მახასიათებლების დეტალური ცოდნა;
** მეორადი და ახალი საავტომობილო ნაწილების ფასების ცოდნა
** ავტო სერვისების მომსახურების საბაზრო ფასების ცოდნა,
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

აუცილებელი უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდის მართვის უნარი

სამუშაო გრაფიკი:

ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00სთ-დან 18:00სთ-მდე.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@carfest.ge 2020 წლის 27 თებერვლის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - ავტომობილების შესყიდვების და შეფასების სამსახურის ხელმძღვანელი.

კომპანია ქარფესტში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ქარფესტის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი, ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |