www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინჟინერ-კონსტრუქტორ
მომწოდებელი: Cubicon
გამოქვეყნდა: 5 მარტი / განცხადების ვადა: 5 აპრილი

კომპანია "კუბიკონი" აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-კონსტრუქტორის თანამდებობაზე.

ანაზღაურება 1400-დან 2500 ლარამდე კანდიდატის გამოცდილების და შესაძლებლობების მიხედვით.

ზოგადი მოვალეობები:

** პროექტის სტრუქტურული ნაწილის დამუშავება (რკინაბეტონთან ერთად სასურველია ფოლადის კონსტრუქციებიც);
** ანალიტიკური მოდელირება;
** საანგარიშო პროგრამები;
** დასახაზი პროგრამები;
** მინიმუმ ერთერთი უცხო ენა (ინგლისური/რუსული);
** უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება;
** ინჟინერ-კონსტრუქტორის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;

გამოიყენება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:

** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი რეზიუმეების მიხედვით;
გასაუბრება;
** აყვანის შემთხვევაში 1 თვიანი გამოსაცდელი ვადა (რომლის შემდგომაც შესაძლოა კანდიდატს ურთიერთ შეთანხმებით მოემატოს ანაზღაურება სამუშაოს შესრულების ხარისხის მიხედვით);

მუშაობის უპირატესობები:

** სტაბილური (ყოველთვიური) მაღალი ანაზღაურება;
** გარდა მოჭრილი ხელფასისა, ასევე არსებობს პრემია, რომელსაც სპეციალისტი იღებს
ყოველი პროექტიდან (გაწეული სამუშაოს მიხედვით);
** კუბიკონი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კონსტრუქტორებითა და ანალიტიკური მოდელირების სპეციალისტებით;
** თქვენ შეძლებთ მიიღოთ და განავითაროთ არსებული ცოდნა აღნიშნულ სფეროში;
** დამკვეთის მოთხოვნაზე და პროექტის დიზაინზე ორიენტირებული მიდგომა, რომელიც განსაზღვრავს კუბიკონის საქმიანობის და წარმატების ეფექტურობას;
** შიდა CAD სისტემა, რომლის საშუალებითც ვაკეთებთ პროექტის კონსტრუქციულ ნახაზებს უფრო სწრაფად;
** შიდა BIM სისტემა, რომელიც აისახება სამუშაოს ხარისხზე, სისწრაფეზე და შეცდომების აღმოფხვრაზე;
** გუნდური მუშაობა, სანდოობის მაღალი დონე, პუნქტუალურობა და კომუნიკაციის მოქნილი სისტემა;
** გამორჩეულად მეგობრული გარემო.
** სადაზღვეო პაკეტი.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით info@cubicon.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ესტუმროთ ჩვენ ვებ-გვერდს: http://www.cubicon.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |