www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის თანამშრომელი/მუშა
მომწოდებელი: მზიური
გამოქვეყნდა: 5 მარტი / განცხადების ვადა: 4 აპრილი

საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია - შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, კიმბერლი კლარკი) დისტრიბუტორს საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში, საწყობის თანამშრომლის (მუშა) თანამდებობაზე.

კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს:

** ხელფასი: პირველი 3 თვე 500 ლარი, შემდეგ 600 ლარი + ბონუსი.
** სრული განაკვეთი.

აუცილებელი მოთხოვნა: შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** შრომისმოყვარეობა
** ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი
** გუნდურობა
** დოკუმენტებთან მუშაობის უნარი
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

მოვალეობები:

** მოახდინოს შეკვეთების დროულად შეგროვება
** გაუფრთხილდეს საწყობში არსებულ პროდუქციას
** შეასრულოს ხელმძღვანელი პირების მითითებები.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: a.qeburia@mziuri.com.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |