www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლ-ცენტრის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 5 მარტი / განცხადების ვადა: 4 აპრილი

შპს "ალტა" დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმაბული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.

კომპანია "ალტა" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობაზე:

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ თვითრეალიზაციისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად;
** გექნებათ ჯანმრთელობის დაზღვევა.

განაკვეთი: სრული.

ძირითადი მოვალეობები:

** ზარების მიმდინარეობის პროცესში მონიტორინგი;
** გუნდის სამუშაო გრაფიკების და შვებულებების შედგენა;
** მომსახურების ხარისხის კონტროლი და გაუმჯობესება;
** თანამშრომლების შეფასება;
** შინაარსობრივი, რაოდენობრივი და წუთობრივი რეპორტების გაკეთება;
** ფუნქციური ჯგუფების შექმნა და პროცესების გაწერა;
** დეპარტამენტებთან კოორდინირებული მუშაობა;
** ონლაინ შეკვეთების კონტროლი;
** პრობლემური ქეისების დამუშავება და გადაწყვეტილებების მიღება;
** წუნდებული პროდუქციის რემონტის ვადების კონტროლი;
** გუნდის წევრების საჭიროებების ანალიზი;
** გუნდის წევრების მოტივაციაზე, კმაყოფილებასა და დისციპლინაზე ზრუნვა;
** სამუშაო პროცესების გაუმჯობესებაზე ზრუნვა.

განათლება/ცოდნა:

** JDE -ის ცოდნა;
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B2 დონეზე;
** გუნდის მართვის გამოცდილება სასურველი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება.

საქმიანი თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხი;
** სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ინიციატივების წარდგენის უნარი;
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** კრიტიკული აზროვნება;
** სამუშაოზე კონცენტრირება და სტრესული სიტუაციის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობა;
** ორგანიზებულობა და სწორი დაგეგმვის უნარი;
** დროის მართვის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@alta.com.ge 2020 წლის 4 აპრილამდე.

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, პირველ ეტაპზე მხოლოდ CV-ების მიხედვით შერჩეულ კანდიდატეთან მოხდება დაკავშირება.

გამოყენებული იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:

** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
** გასაუბრება;
** IQ და OPQ ტესტი;
** ინგლისური ენის დონის დადგენის ტესტი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |