www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხარჯთაღრიცხვის თანამშრომელი
მომწოდებელი: იუნიქს დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 6 მარტი / განცხადების ვადა: 6 აპრილი

"Unix" - ეს არის სამშენებლო დეველოპერული კომპანია, რომელიც 2015 წლიდან ქართულ ბაზარზე სხვადასხვა სექტორში ოპერირებს. Unix-ი აშენებს თანამედროვე საცხოვრებელ, სასტუმრო და ინდუსტრიულ შენობებს, როგორიცაა, მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ყავის ქარხანა "მეამა", მაღალტექნოლოგიური სასტუმრო თბილისის ცენტრში და "ფრანგული უბნის" საცხოვრებელი კომპლექსი გლდანში. ჩვენს კომპანიაში 1000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. Unix-ში ჩვენ ვანგრევთ სტერეოტიპებს ძველმოდურ მშენებლობებზე. ხარისხიანი მასალების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენებით ვამკვიდრებთ ცხოვრების ახალ სტილს.

Unix-ის ფრანგულ უბანში ვიწყებთ მშენებლობის ახალ ფაზას და შესაბამისად ვაცხადებთ ვაკანსიას ხარჯთაღრიცხვის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა:

** სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენა, ანალიზი;
** ობიექტზე მიმდინარე დანახარჯების ხარჯთაღრიცხვასთან შედარება;
** დეფექტური აქტების, სარემონტო სამუშაოების უწყისების და დამუშავებული პროექტების საფუძველზე ობიექტის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო, სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა
** ობიექტის სარემონტო, სამონტაჟო და სამშენებლო სამუშაოების საორიენტაციო ღირებულების განსაზღვრა
** შესრულებული სამუშაოების მოცულობის და მასალების რაოდენობის განსაზღვრა
** კომპეტენციის ფარგლებში, ტექნიკური სამსახურის სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი;
** Ms office პროგრამების კარგად ცოდნა;
** AutoCAD პროგრამის კარგად ცოდნა;

პიროვნული თვისებები და უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული;
** მოწესრიგებული, დინამიური და დისციპლინირებული;
** შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;

ანაზღაურება: ფიქსირებული, მზარდი ინდივიდუალური განვითარების და კვალიფიკაციის მიხედვით.

თუ თვლით რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებთ და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:

** სამუშაოს სწრაფად მზარდ კომპანიაში;
** კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პიროვნული და კარიერული ზრდის საშუალებას;

ფოსტა: hr@unix.ge
ვებსაიტი: http://unix.ge

აპლიკანტებმა გამოაგზავნეთ CV-ი ზემოთ აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე და აღწერილობაში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ხარჯთაღრიცხვის თანამშრომელი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |