www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პურის და ხაჭაპურის მცხობელი
მომწოდებელი: Carrefour Georgia
გამოქვეყნდა: 6 მარტი / განცხადების ვადა: 6 აპრილი

"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის ექსკლუზიური მფლობელი "Majid Al Futtaim Retail"-ია, სავაჭრო ცენტრის, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში სადაც 43, 000 ადამიანია დასაქმებული.

ბრენდის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.

"კარფური" ქართულ ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა პირველი ჰიპერმარკეტით, ხოლო დღეისათვის საქართველოში 16 მაღაზიით არის წარმოდგენილი.

"კარფური", როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფური"-ს ყველაზე ღირებული რესურსი ადამიანური კაპიტალია და კომპანია ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" ("კარფური") გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიებს თბილისში, პროფესიული მიმართულებით:

1. პურის მცხობელი (ბაგეტი; შოთი)
2. ხაჭაპურის მცხობელი

სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის, დაინტერესებულ და მოტივირებულ კანდიდატებს კომპანია შესაძლებლობას აძლევს ადგილზე დაეუფლონ ახალ პროფესიას.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მომზადება
** პროდუქციის იერსახის, ვარგისიანობის და შენახვის ვადის კონტროლი
** დახლების რეგულარულად შევსება
** დაფასოებულ პროდუქციაზე საფასო იარლიყების კონტროლი
** ინგრედიენტების მარაგების კონტროლი.

მოთხოვნები:

** მოტივაცია, შრომისმოყვარეობა და გუნდში მუშაობის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი
** მულტინაციონალურ გარემოში მუშაობის უნარი.

თუ გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com და წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აგზავნით CV-ს

ან გადადით მითითებულ ლინკზე და მიუთითეთ თქვენი მობილურის ნომერი: https://docs.google.com/forms/d/1OkuI8yU1cjvpF2V6KqPT8TA3fuEbOVdwH0PSyv10PN0/edit

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |