www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროდუქციის კონსულტანტი
მომწოდებელი: ICC Georgia
გამოქვეყნდა: 6 მარტი / განცხადების ვადა: 6 აპრილი

კომპანია "ICC Georgia" აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის კონსულტანტის პოზიციაზე, განვითარების პერსპექტივით!

ბრენდისა და მისი ნაწარმის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: www.iccgeorgia.ge

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, მოსაშვილის ქ. 5;
** სამუშაო გრაფიკი: 6 სამუშაო დღე კვირაში;
** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ; შაბათი 11:00-15:00 სთ;
** ხელფასი: ფიქსირებული ანაზღაურება პირველი 3 თვე 600 ლარი, შემდეგ დაემატება გაყიდვებიდან პროცენტი.

ძირითადი მოვალეობები:

** თითოეული პროდუქტის მახასიათებლებისა და ბრენდის ასორტიმენტის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად ცოდნა;
** სალაროს მართვა (გაყიდვებთან დაკავშირებული საქმის წარმოება);
** მომხმარებლის კონსულტირება და გადაწყვეტილების მიღებაში დახმარების აღმოჩენა;
** მომხმარებელთან ურთიერთობის ეტიკეტის ცოდნა და მომსახურების სტანდარტების სრული დაცვა;
** დახლზე პროდუქციის განთავსება/წარმოჩენა და რეალიზაცია;
** პროდუქციის მიღება-დალაგება.
** მაღაზიაში სისუფთავის დაცვა და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენების ფლობა (ინგლისური, რუსული).
** კარგი არითმეტიკული უნარები;
** ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი, გამართული მეტყველებისა და მოსმენის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პრეზენტაბელური, ენერგიული, კეთილგანწყობილი, ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ.ფოსტაზე: icc@iccgeorgia.ge - წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |