www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დაგეგმარების ინჟინერი
მომწოდებელი: პრაიმ ბეტონი
გამოქვეყნდა: 6 მარტი / განცხადების ვადა: 6 აპრილი

სამშენებლო კომპანია "პრაიმ ბეტონი" აცხადებს ვაკანსიას დაგეგმარების ინჟინრის პოზიციაზე

"პრაიმ ბეტონი" არის ინფრასტრუქტურული, საპორტო და სამრეწველო ნაგებობათა მშენებარე თანამედროვე კონტრაქტორი, რომელიც აწარმოებს ბეტონს, ბეტონის ნაკეთობებსა და ინერტულ მასალას. კომპანია უკვე მრავალი წელია მუშაობს დარგის წამყვან სპეციალისტებთან ერთად და აძლევს თანამშრომლებს როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას.

კომპანიის და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ლინკი: www.primeconcrete.ge

პოზიციის დასახელება: დაგეგმარების ინჟინერი

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
სამუშაო საათები: 10:00-18:00
პოზიციის ადგილმდებარეობა: თბილისი
სახელფასო განაკვეთი: კონკურენტული ანაზღაურება

დაგეგმარების ინჟინრის მოვალეობებში შედის:

დაგეგმარების ინჟინრის მოვალეობაა აწარმოოს წლიურ ჭრილში მაკრო (ყველა) სამშენებლო გეგმარება, ასევე წლიური გეგმის შემადგენელი პროექტების მიკრო დაგეგმარება.

პროექტების დონეზე დაგეგმარება მოიცავს, როგორც სატენდერო ფაზას, ასევე წინა სამშენებლო დაგეგმარებას და გეგმების კონტროლს პროექტის განხორციელების ფაზაში. ამ მიზნით დაგეგმარების ინჟინერი ასრულებს შემდეგ სამუშაოებს:

სატენდერო ფაზა:

** სატენდერო შეთავაზების სამშენებლო და ტექნიკური ნაწილის მომზადება
** სამუშაო გუნდის ჩამოყალიბება და მართვა ტენდერის საჭიროებიდან გამომდინარე
** პროექტის შესრულების მეთოდოლოგიის შედგენა
** პროექტის გეგმა-გრაფიკის შედგენა
** პროექტის ხარჯთაღრიცხვის პროცესის მართვა
** სატენდერო წინადადების შეთანხმება სატენდერო კომიტეტთან

წინა სამშენებლო ფაზა:

** სამშენებლო პროექტის სააღმსრულებლო სამუშაო გეგმის შედგენა და პროექტის მენეჯერთან შეთანხმება
** პროექტის დეტალური სამოქმედო გეგმის შედგენა
** კალენდარული გეგმა - გრაფიკის შედგენა
** პროექტისთვის საჭირო მასალებისა და მომარაგების გეგმის განსაზღვრა
** პროექტის რისკების მართვის გეგმის მომზადება

პროექტის მიმდინარეობის ფაზა:

** პროექტის შესრულების ეტაპებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება და ანალიზი
** პროექტის გეგმის კორექტირება არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით პროექტის მენეჯერთან ერთად
** პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებული რეპორტინგის წარმოება
** პროექტის მიმდინარეობისას წამოჭრილი საკითხების განხილვაში მონაწილეობის მიღება
** პროექტის მიმდინარეობისას წამოჭრილი საკითხების ანალიზი, მოგვარების გზების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება

ზოგადი მენეჯმენტი:

** პროექტის დასრულებისას განვლილი პროცესების ანალიზი
** პროექტების შესრულების გამოცდილებაზე დაყრდნობით პროცესების გაუმჯობესების გზების შემუშავება
** სამშენებლო ოპერაციების ანალიზი, ხარისხის, შესრულების დროისა და ფინანსური ხარჯების ოპტიმიზაციის გზების შემუშავება ეფექტურობის გასაზრდელად
** შემუშავებული პროცესების დანერგვა სამშენებლო განყოფილების ყველა დონეზე
** სამშენებლო პროცესების შემუშავებისას შესაბამისი პირების ჩართულობის უზრუნველყოფა
** შესრულებული პროექტებისას დაგროვილი ცოდნის ბაზის შექმნა შემდგომში ეფექტურობის გასაზრდელად
** თანამშრომლების ცოდნის გაზიარებისთვის შესაბამისი ფორმატის შექმნა
** სამშენებლო განყოფილებაში დაგეგმარების უნარების გაუმჯობესება, ქოუჩინგი
** სამშენებლო განყოფილების საკადრო პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის მიმართულებით
** სამშენებლო პროექტის დაგეგმარების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
** MS Project, AutoCAD, ArchiCAD პროგრამების ფლობა
** სამშენებლო პროცესების შემუშავებისა და დანერგვის გამოცდილება
** განვითარებული დაგეგმარების, ორგანიზებისა და ანალიზის უნარები
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@primeconcrete.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |