www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ბისიეი
გამოქვეყნდა: 6 მარტი / განცხადების ვადა: 6 აპრილი

კვებითი ქცევის აკადემია "ბისიეი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე ბათუმში.

თუ შენ გინდა იყო მეგობრული გუნდის ნაწილი, სადაც არის:

** ჯანსაღი სამუშაო გარემო;
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობა;

ჩვენ ვეძებთ გაყიდვების სპეციალისტს, რომელიც არის:

** მიზანდასახული, ვისაც სურს რომ ჰქონდეს წარმატებული კარიერა;
** გამბედავი, ვინც მზად არის ახალი გამოწვევებისთვის;
** კომუნიკაბელური, ვისაც უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალი ფსიქოლოგებით დაკომპლექტებულ გუნდს;
** სხვადასხვა ტიპის ტრენინგს;
** სიახლეებით სავსე ატმოსფეროს;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, გაყიდვების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესად;
** MS Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ფლობა.

სამუშაო აღწერა:

** პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და სატელეფონო კონსულტაციის ჩატარება;
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან ინდივიდუალური გასაუბრების/კონსულტაციის ჩატარება;
** პაციენტთა მონიტორინგი;

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბულურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** განვითარების სურვილი;
** ხარისხსა და შედეგზე ორიენტირებული.

სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 19:00
ანაზღაურება: კომპანიაში მოქმედებს როგორც ფიქსირებული ხელფასი, ასევე ყოველთვიური საბონუსე სისტემა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 15 მარტის ჩათვლით
შემდეგ მისამართზე: bca.batumi@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |