www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კოორდინატორი
მომწოდებელი: ბოხუას სახ. კარდიოვასკულარული ცენტრი
გამოქვეყნდა: 6 მარტი / განცხადების ვადა: 6 აპრილი

შპს "ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას კოორდინატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლუბლიანას ქ. #5
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-17:30; შაბათი 10:00-14:00
ხელფასი: 500 ლარი

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** ინდივიდუალური რიგის დაცვით შესაბამისი მიმართვის მქონე პაციენტების მიცილება საჭირო კაბინეტამდე;
** მიმართვის არმქონე პაციენტების გადამისამართება რეგისტრატურაში მომსახურების სტანდარტების დაცვით;
** პაციენტის ინფორმირება კლინიკისა და ექიმების სამუშაო გრაფიკის შესახებ;
** საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდება ექიმის კაბინეტიდან გამოსვლის შემდეგ. ასევე, პაციენტის ინფორმირება კლინიკაში არსებული ამბულატორიული სერვისების შესახებ;
** დღის ბოლოს ანგარიშის წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** პაციენტების მომსახურება სერვის პლიუსით განსაზღვრული მომსახურების სტანდარტების დაცვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** MS Office-ის მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** მოწესრიგებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობა.

დაინტერესებულმა პირებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე შემდეგ ელ-მისამართზე: hr@vivomedical.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 6 აპრილი.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |