www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტრენინგ მენეჯერი
მომწოდებელი: კლინტექი
გამოქვეყნდა: 6 მარტი / განცხადების ვადა: 6 აპრილი

კომპანია "კლინტექ"-ი (პროფესიონალური სარეცხი საშუალებების და დასუფთავების ტექნიკის დისტრიბუცია) აცხადებს ვაკანსიას ტრენინგ მენეჯერის პოზიციაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: www.zoma.ge

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ტრენინგებისათვის სასწავლო მასალის ადაპტირება და შემუშავება;
** ტრენინგების ჩატარება: შენობების დასუფთავების, კვების ობიექტების უვნებლობა, პირადი ჰიგიენა და სხვა პროფესიონალურ ჰიგიენასთან დაკავშირებულ თემებზე;
** თემატური სემინარების ორგანიზება (პროფესიონალური ჰიგიენის, სამზარეულოს, თეთრეულის სამრეცხაოს, საცურაო აუზების და სხვ. მიმართულებით) დაინტერესებული სპეციალისტებისათვის;
** კომპანიის მომწოდებლებთან კომუნიკაცია თემატური სიახლეების მისაღებად, შესაბამისად სატრენინგო პროგრამების და სემინარების თემების და ინფორმაციის მუდმივი განახლება;
** არსებული და ახალი პროდუქციის საინფორმაციო მასალების თარგმანების კორექტირება და ადაპტირება ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით;
** გარკვეული ტრენინგები სარეცხი საშუალებების გამოყენების წესების შესახებ (ვიდეო მასალების მომზადება).

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაგეგმვის და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.

სამუშაო პირობები:

სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
სამუშაო საათები: 09:00-დან 18:00 საათამდე;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. ზურაბაშვილის #5
ანაზღაურება: 1500 ლარიდან.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV ფოტოსურათით) შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@zoma.ge და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ სასურველი პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრება ჩატარდება ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |