www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
გამოქვეყნდა: 6 მარტი / განცხადების ვადა: 6 აპრილი

შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" აცხადებს ვაკანსიას ზუგდიდში, სერვის ცენტრის გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00, შაბათი 10:00-15:00
ანაზღაურება: 600 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლების მომსახურება - საწვავის დარიცხვა/გადანაწილება ანგარიშზე/ბარათებზე, ბარათების გააქტიურება;
** ვებ-კაბინეტის გახსნა და მომხმარებლისთვის ინსტრუქციის გაწევა;
** ნაღდი ანგარიშსწორებისას თანხის მიღება-დათვლა და სპეციალური აპარატით კუპიურების შემოწმება;
** საწვავის ნაშთების შემოწმება და კონტროლი/ამონაწერის მომზადება;
** ბარათით ანგარიშსწორებისას განაცხადში მითითებული საჭირო რაოდენობის თანხის ჩამოჭრა ტერმინალის საშუალებით;
** მომხმარებლებისთვის კომპანიის პროდუქტების/მომსახურების და მიმდინარე სიახლეების გაცნობა;
** საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის შემოწმება;
** მომხმარებლის სისტემაში რეგისტრაცია;
** ანგარიშსწორება მომხმარებლებთან: ნაღდის შემთხვევაში თანხის მიღება, უნაღდო გადახდის შემთხვევაში საგადასახადო დავალების მოთხოვნა/შემოწმება;
** არსებული კლიენტების შენარჩუნება;
** ახალი მომხმარებლის მოზიდვა;
** კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტთან ერთად შეხვედრების დაორგანიზება და წარმართვა;
** სერვის ცენტრის საკანცელარიო და სამეურნეო მარაგების შექმნა და ხარჯვის მონიტორინგი;
** არსებული ბაზრის კვლევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით).
** რუსული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (წერა; მეტყველება)
** MS Office-ის მაღალ დონეზე ფლობა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესული სიტუაციის მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: vacancy@socar.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "სერვის ცენტრის გაყიდვების კონსულტანტი - ზუგდიდი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ:

** თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის;
** შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის პერსონალურ მონაცემებს, შეინახავს და დაამუშავებს შემდგომში შეთავაზების გაკეთების მიზნით;

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ.ფოსტაზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |