www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უფროსი .Net ინჟინერი
მომწოდებელი: Asseco Georgia
გამოქვეყნდა: 9 მარტი / განცხადების ვადა: 31 მარტი

საერთაშორისო IT კომპანია "ASSECO" ქართულ ბაზარზე 2013 წლიდან შემოვიდა "ასსეკო საქართველოს" სახელით და ლიდერი პოზიცია დაიკავა როგორც პროგრამული გადაწყვეტილებების, ისე IT ინფრასტრუქტურის მიმართულებებით საშუალო და დიდი ორგანიზაციებისთვის.

"ასსეკოს" მასშტაბური და კომპლექსური პროექტების განხორციელების უდიდესი გამოცდილება აქვს საფინანსო, განათლების, ჯანდაცვის, ენერგეტიკის, ტელეკომუნიკაციისა და სხვა სფეროებში. "ასსეკოს" მონაწილეობით განხორციელდა აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის სახელმწიფო სერვისების ავტომატიზაცია და ელექტრონული მომსახურების დანერგვა.

ამჟამად ასსეკო 50-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და ჩვენთან 24 000-ზე მეტი პროფესიონალია დასაქმებული. ძლიერი გუნდის შექმნა და საინტერესო პროექტების კეთება ჩვენი უმთავრესი მიზანია.

ჩვენ ვზრუნავთ თანამშრომლის პროფესიულ განვითარებაზე, უზრუნველვყოფთ გრძელვადიან სამუშაო სტაბილურობას, ვფიქრობთ თანამშრომლის ჯანმრთელობასა და პირად კომფორტზე, ვუქმნით კარგ სამუშაო ატმოსფეროსა და გუნდურ გარემოს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას უფროსი .Net ინჟინრის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** .Net Core
** C#
** MS SQL / Oracle / PostgreSQL
** ASP Net core, EF core, IIS, signalR
** Unit/Integration Testing
** HTML, CSS, Javascript
** Git, Gitflow
** DDD/CQRS
** OOD/OOP
** ინგლისური ენის ცოდნა, ტექნიკური დოკუმენტაციის კითხვის და აღქმის დონეზე.

სასურველი მოთხოვნები:

** Elasticsearch
** Identity server
** Devops, CI/CD
** Azure cloud platform
** SOLID პრინციპები.

უნარ-ჩვევები:

** გუნდურად მუშაობის და ცოდნის გაზიარების უნარი
** კომპლექსური დავალებების პატარა ამოცანებად დაშლის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ანალიტიკური აზროვნება.

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და ახალი გამოწვევებით აღსავსე სამუშაოს
** კვალიფიცირებულ გუნდთან მუშაობას
** Remote რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობას
** საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას (სხვადასხვა ქვეყნიდან დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად)
** მუდმივ განვითარებას
** საბონუსე სისტემას
** სადაზღვევო პაკეტს.

თუ გაქვთ სურვილი, რომ შემოუერთდეთ პროფესიონალთა გუნდს, მიიღოთ დიდი გამოწვევები და იმუშავოთ საინტერესო ტექნოლოგიურ გარემოში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV ან Linkedin პროფილის ლინკი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@asseco.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა ა/წ 31 მარტის ჩათვლით

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |