www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საქმეთა მწარმოებელი
მომწოდებელი: მეპერსი
გამოქვეყნდა: 9 მარტი / განცხადების ვადა: 9 აპრილი

"მეპერსი" გახლავთ წამყვანი და მზარდი საინჟინრო საპროექტო კომპანია, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია ამიერკავკასიაში გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის, ხანძარქრობისა და წყალმომარაგების სისტემების სფეროში.

ჩვენ გთავაზობთ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების, მაღალი ხარისხის პროდუქციას, უფასო კონსულტაციებს, პროექტირებას, მონტაჟს, გაყიდვების შემდგომ საგარანტიო მომსახურებას და ქარხნულ გარანტიას.

პოზიცია: საქმეთა მწარმოებელი (ე.წ. "პრარაბი")

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:

** სამშენებლო ობიექტზე სამუშაოების მართვა და მეთვალყურეობა
** ობიექტზე მომუშავე თანამშრომლების მართვა
** რესურსების სწორად განაწილება
** მექანიკური-საინჟინრო სამუშაოების დაგეგმვა, ზედამხედველობა და მართვა
** ნახაზებისა და სხვა დოკუმენტების გადამოწმება
** ობიექტზე მიმდინარე სამუშაოებზე რეპორტების წარდგენა მენეჯმენტისთვის
** უსაფრთხოების ნორმების ცოდნა.

მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი საინჟინრო დარგში.
** სამშენებლო სფეროში მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** სამშენებლო ნახაზების წაკითხვის და გარჩევის უნარი (სასურველია AutoCAD-ის ცოდნა)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel)
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელ. ფოსტის მისამართზე: g.valevich@meppers.com

ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს: https://www.facebook.com/meppersGeorgia/
ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: www.meppers.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |