www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: 1C ოპერატორი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 9 მარტი / განცხადების ვადა: 5 აპრილი

საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.facebook.com/SPAR.Georgia/

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს 1C ოპერატორის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: კოლაგი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** დამზადებული პროდუქციის განაწილება სავაჭრო ობიექტებზე;
** შეკვეთების პროგრამული ასახვა;
** ზედნადებების დაბეჭდვა და პროდუქციასთნ ერთად დისტრიბუციისთვის გადაცემა;
** უკან დაბრუნებული პროდუქციის დოკუმენტაციის შემოწმება და პროგრამაში გატარება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავსს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** 1C პროგრამის ოპერატორად მუშაობის გამოცდილება,
** საოფისე პროგრამების (Word, Excel) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე vacancy@spar-georgia.com 2020 წლის 05 აპრილის ჩათვლით და სათაურის ველში ("Subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "1C ოპერატორი (კოლაგი)", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები ვერ განიხილება.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |