www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ელიტ სერვისი
გამოქვეყნდა: 10 მარტი / განცხადების ვადა: 10 აპრილი

კომპანია "ელიტ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ელიტ სერვისი დაარსდა 2010 წელს და დღეს იგი ოცზე მეტი ბრენდის ავტორიზებული სერვის ცენტრია, მათ შორის მსოფლიოში უმსხვილესი ტექნიკის მწარმოებელი კომპანიები, როგორიც არის BOSCH, SIEMENS, SAMSUNG, GAGGENAU; PHILIPS, DELONGHI; Gorenje და ა.შ. თანამედროვე ტექნიკის მწარმოებელ კომპანიებთან ერთად, რომლებიც ცდილობენ გაუსწრონ დროს და შექმნან ინოვაციური პროდუქტი, ჩვენი კომპანიის პერსონალიც სწრაფი ნაბიჯებით ვითარდება და მზადაა ნებისმიერი სირთულის სამუშაოს შესასრულებლად. ჩვენი კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს საყოფაცხოვრებო და საწარმოო ტექნიკის პროფესიონალურ მონტაჟს, დიაგნოსტირებას და შეკეთებას შემდგომი გარანტიით, ასევე მობილურების შეკეთებას და მაღალი დონის IT მომსახურებას.

ძირითადი მოვალეობები:

** შემომავალ სატელეფონო ზარებზე პასუხი.
** მომსახურების პირობების გაცნობა/შეთავაზება
** მიღებული ზარების გაანალიზება
** შეკვეთის დარეგისტრირება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი (არასრული) განათლება;
** საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;
** უცხო ენების რუსული/ინგლისურის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** მომხმარებელზე ფოკუსირება
** დამაჯერებლობა
** საზოგადოებასთან კომუნიკაცია
** მოსმენის უნარი
** კონფლიქტური სიტუაციის მართვა-განმუხტვა
** პრობლემის ანალიზი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი პარასკევი 10:00-19:00; 14:00-22:00.
ერთი დღე დასვენება.
1 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: jobs@es.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ქოლ-ცენტრის ოპერატორი"



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |