www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბარების სუპერვაიზერი
მომწოდებელი: ვილა მოსავალი
გამოქვეყნდა: 12 მარტი / განცხადების ვადა: 10 აპრილი

შპს "ვილა მოსავალი", რომელიც ცნობილია ბაზარზე საუცხოო და მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებით, ნატახტარში ახორციელებს ახალ პროექტს სასტუმრო რეზორტს, რომლის გახსნა იგეგმება მაისის თვეში.

ვეძებთ შრომისმოყვარე, ენერგიულ, მიზანდასახულ კადრებს, რომელთა ამბიცია არის
კომპანიისა და პირადი კარიერის განვითარება.

სასტუმრო "ვილა მოსავალი" აცხადებს ვაკანსიას: ბარების სუპერვაიზერი

მდებარეობა: ნატახტარი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანგარიშგება: კვებისა და სასმელების დეპარტამენტის მენეჯერთან/ასისტენტთან

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამუშაო ობიექტზე სისუფთავის დაცვა
** ბარის მომსახურების წესების დაცვა სასტუმროს დადგენილი სტანდარტების მიხედვით
** სასმელების მენიუს შედგენაში მონაწილეობის მიღება
** კოქტეილების დამზადებისა და გაფორმების სტანდარტების დანერგვა
** სტუმრისთვის სასმელების სწორად შეთავაზება/რეკომენდირება და შეკვეთის აღება დადგენილი სტანდარტის მიხედვით
** მიზანპლასის მომზადება
** ბარის პროდუქციის შენახვის სტანდარტების დანერგვა და კონტროლი
** ბარის პერსონალის კონტროლი
** ბარის სტოკების შედგენა და მარაგების კონტროლი
** ბარის პერსონალის დატრენინგება და მათ პროფესიულ ზრდაზე მუდმივი ზრუნვა
** ბარების პროდუქციის აღწერა და კონტროლი
** სამუშაო ინვენტარის აღწერა და კონტროლი
 სასტუმროს პროგრამისა და სალაროსთან მუშაობის პრინციპების ცოდნა. ყველას სახის შეკვეთის პროგრამაში გატარება
** სტუმრისთვის ანგარიშის მომზადება, მირთმევა და ანგარიშსწორება
** სტუმართან მუდმივი კომუნიკაცია და მის კმაყოფილებაზე ზრუნვა. უკმაყოფილო სტუმრის შემთხვევაში მიზეზის დადგენა და უშუალო მენეჯერისთვის ცნობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** მიქსოლოგიის პრინციპების ცოდნა
** სასურველია პროგრამა "ფინა"-ში მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა

უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** ქარიზმატულობა
** გუნდურობა
** გამართული მეტყველება;
** სტრესულ ვითარებაში მუშაობა
** პოზიტიურობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათით ელ-მისამართზე: hr@villamosavali.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |