www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლითონის ნაკეთობების ამწყობი/მემონტაჟე
მომწოდებელი: გარდი
გამოქვეყნდა: 12 მარტი / განცხადების ვადა: 11 აპრილი

ლითონის ნაკეთობების საწარმო შპს "გარდი" აცხადებს ვაკანსიას ლითონის ნაკეთობების ამწყობი/მემონტაჟეს პოზიციაზე.

"გარდი" არის მზარდი და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ქართული კომპანია რომელიც ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს 2016 წლიდან. კომპანია 100% ქართული კაპიტალითაა დაარსებული და ბაზარზე ქარხნული სტილით შექმნილი ლითონის კარებების წარმოების პიონერია.

"გარდის" საწარმო აღჭურვილია ლითონის დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მენეჯერების და სპეციალისტების გუნდით რომლებიც წარმატებით ართმევენ თავს კომპანიის წინაშე დასმულ ამოცანებს, კერძოდ შესთავაზონ მომხმარებელს გამორჩეული ხარისხის ლითონის კარები და მათი რეალიზაციის თანმდევი სერვისები. "გარდის" მიერ წარმოებულ კარებებს არ ყავს ადგილობრივი ანალოგი და იმპორტირებული საქონლის ღირსეული კონკურენტია, როგორც ხარისხით ასევე ფასით. კომპანიამ ოპერირების მოკლე ვადაში შეძლო ბაზარზე საკუთარი თავის დამკვიდრება და დღესდღეობით "გარდის" ხარისხს ენდობა ათეულობით კორპორატიული კლიენტი და ასობით კერძო მომხმარებელი.

მოვალეობები: სხვადასხვა საწარმოო პროცესებში მონაწილეობა.

მოთხოვნები:

** ხელმარჯვეობა, შრომისმოყვარეობა, კეთილსინდისიერება.
** გამოცდილება: სასურველია შემდუღებლის ან/და სხვადასხვა დაზგებთან და ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილება

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი. 10:00 - 19:00 (შესვენება 15:00-16:00)
მდებარეობა: ქ. თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის ქუჩა N8

ანაზღაურების დიაპაზონი: 800-1500 ლარამდე.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV ფოტოსურათით შემდეგ ელ. ფოსტაზე: gkums@gardis.ge

ტელ: 577 920 921



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |