www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: დანიური სახლი
გამოქვეყნდა: 12 მარტი / განცხადების ვადა: 11 აპრილი

დანიური სახლი 1999 წელს დაარსდა და უკვე ათწლეულზე მეტია, რაც წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე. კომპანია ერთ-ერთი ლიდერია საყოფაცხოვრებო პროდუქციის საცალო გაყიდვების სფეროში.

დღესდღეობით კომპანია წარმოდგენილია 11 ფილიალით, რომელთაგან 4 მდებარეობს თბილისში, ხოლო 7 საქართველოს რეგიონებში. მისი სათაო ოფისი მდებარეობს ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის გამზ. N158-ში.

"დანიური სახლი" აცხადებს ვაკანსიას მუშის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

ფუნქციები და მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება და დასაწყობება;
** პროდუქციის ჩამოტვირთვა ავტომობილიდან;
** შეკვეთების დამზადება;
** შეძენილი ნივთის მომხმარებლისთვის მიწოდება
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება;

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** განვითარების შესაძლებლობას

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელ-მისამართზე: hr@dgholding.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მუშა".

კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

"დანიური სახლი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |