www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კვებისა და სასმელების დეპარტამენტის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: ვილა მოსავალი
გამოქვეყნდა: 12 მარტი / განცხადების ვადა: 10 აპრილი

შპს "ვილა მოსავალი", რომელიც ცნობილია ბაზარზე საუცხოო და მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებით, ნატახტარში ახორციელებს ახალ პროექტს სასტუმრო რეზორტს, რომლის გახსნა იგეგმება მაისის თვეში.

ვეძებთ შრომისმოყვარე, ენერგიულ, მიზანდასახულ კადრებს, რომელთა ამბიცია არის
კომპანიისა და პირადი კარიერის განვითარება.

სასტუმრო "ვილა მოსავალი" აცხადებს ვაკანსიას: კვებისა და სასმელების დეპარტამენტის მენეჯერის ასისტენტი

მდებარეობა: ნატახტარი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ფუნქცია-მოვალეობები:

** პირადი ჰიგიენის დაცვა სასტუმროს შინაგანაწესის მიხედვით
** კომპანიის მიერ დადგენილი პროცედურების დაცვა/დანერგვა
** რესტორნის, აუზის ბარისა, ქართული კუთხის და საკონფერენციო დარბაზის ზედამხედველობა
** სამუშაო ობიექტზე სისუფთავის კონტროლი და დაცვა დადგენილი სტანდარტული პროცედურის მიხედვით
** პერსონალის მოძიებასა და გასაუბრებების წარმართვაში ჩართულობა
** სერვისის პერსონალის მართვა
** სერვისის პერსონალის ჰიგიენისა და უნიფორმის სისუფთავის კონტროლი
** დეპარტამენტში გუნდური სულისკვეთების დანერგვაზე მუდმივი ზრუნვა და განვითარება
** პერსონალის სამსახურში მოსვლა/წასვლის და ნამუშევარი დღეების აღრიცხვიანობის კონტროლი
** ჩეკ-ლისტების კონტროლი, შენახვა, საჭიროებისამებრ განახლება და რეპორტინგის წარმოება
** საუზმესა და ყავის შესვენებაზე გახარჯული სასმელების პროგრამაში შეყვანა, კონტროლი და რეპორტინგის წარმოება
** საკონფერენციო დარბაზებისა და ყავის შესვენების/ფურშეტის ორგანიზება მოთხოვნიდან გამომდინარე
** სერვისის პერსონალის დატრენინგება და მათ პროფესიულ ზრდაზე მუდმივი ზრუნვა
** დეპარტამენტის გენერალურ ყოველკვირეულ/თვიურ თათბირებზე დასწრება და რეპორტის წარდგენა
** დეპარტამენტის დადგენილი გაყიდვების ბიუჯეტის შესრულებაზე ზრუნვა
** დეტალური ინფორმაციის ქონა სასმელებისა და კერძების შემადგენლობის, დამზადების წესების, შეხამებისა და გასაყიდი ფასების შესახებ
** სასტუმროს პროგრამისა და სალაროსთან მუშაობის პრინციპების ცოდნა. ყველას სახის შეკვეთის პროგრამაში გატარება
** სამუშაო ინვენტარის კონტროლი და მოფრთხილება
** ჭურჭლის ყოველთვიურ აღწერებში მონაწილეობის მიღება
** ბარის ყოველთვიურ აღწერებში მონაწილეობის მიღება
** სტუმრისთვის სასმელების/კერძების შეთავაზება გაყიდვების გაზრდის მიზნით
** სტუმრისთვის ანგარიშის მომზადება, მირთმევა და ანგარიშსწორება დადგენილი სტანდარტული პროცედურის მიხედვით
** სტუმართან მუდმივი კომუნიკაცია და მის კმაყოფილებაზე ზრუნვა. უკმაყოფილო სტუმრის შემთხვევაში მიზეზის დადგენა შესაბამისი ზომების მიღება და მენეჯერისთვის ცნობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს ან ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** სასურველია პროგრამა "ფინა"-ში მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა

უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** ქარიზმატულობა
** გუნდურობა
** ლიდერობა
** გამართული მეტყველება;
** სტრესულ ვითარებაში მუშაობა
** პოზიტიურობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათით ელ-მისამართზე: hr@villamosavali.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |