www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: თანამშრომლების მართვის პრაქტიკული ტრენინგი
მომწოდებელი: როი ჯგუფი
თანდართული ფაილი: 62223_roi_app_2723760.zip
გამოქვეყნდა: 12 მარტი / განცხადების ვადა: 11 აპრილი

ROI Group - ეს არის პრაქტიკული და საკონსულტაციო ტრენინგ ჯგუფი, რომელიც დაფუძნებულია 15 წლიან სამუშაო გამოცდილებაზე და პრაქტიკოს მოქმედ მენეჯერებზე დაყრდნობით.

ჩვენი ტრენინგები არის ზედმიწევნით პრაქტიკული და შესატყვისი, რეალობაში შესასრულებელ დავალებებთან მიმართებაში. პასუხობს იმ ამოცანებს და გამოწვევებს, რომლებიც უხვად გვხვდება ყოველდღიურ სამსახურეობრივ საქმიანობაში.

თანამშრომლების მართვის პრაქტიკული ტრენინგი.

ტრენინგები განკუთვნილია დამწყები და უკვე არსებული მენეჯერებისთვის ან ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს მოკლე ვადაში განივითაროს მენეჯერული უნარები და აითვისოს ძირითადი პრაქტიკული ფუნქციები. ტრენინგის მიმდინარეობისას შევეხებით შემდეგ თემებს:

თანამშრომლის შერჩევა:

** ფუნქციების და შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრა
** ტესტირების და გასაუბრების ჩატარება
** თანამშრომლის ადაპტაცია

გუნდის ფორმირება:

** გუნდის როლი და სარგებელი ორგანიზაციაში
** გუნდის წევრების დახასიათება
** გუნდის ფორმირება და როლის მინიჭება წევრებისთვის

თანამშრომლის მოტივაციის მართვა:

** მატერიალური მოტივაციის სისტემა
** არამატერიალური მოტივაციის სისტემა
** მოტივაციის სისტემის საფეხურები

თანამშრომლის განვითარება:

** ტექნიკური და პიროვნული უნარების განსაზღვრა და შეფასება
** მენეჯერი როგორც ქოუჩი

დელეგირება:

** დელეგირების მნიშვნელობა და დადებით მხარეები
** დელეგირების დონეები

მიზნების დასახვა თანამშრომლისთვის:

** SMART მიზნები
** მიზნების დასახვის და მათი შეფასების ხერხები

კომუნიკაცია და უკუკავშირი:

** კომუნიკაციის მნიშვნელობა და არხები
** თათბირის ჩატარების და ანგარიშგების ხერხები
** თანამშრომლისთვის უკუკავშირის მიცემის ხერხი

ლიდერისთვის აუცილებელი უნარები:

** ლიდერის და მენეჯერის შედარება
** ლიდერისთვის საჭირო უნარები

ტრენინგის დასრულების შემდეგ მსმენელები შეძლებენ სწორად შეარჩიონ თანამშრომელი და შეკრან გუნდი, ასევე შეძლებენ დაქვემდებარებული თანამშრომლების კომპეტენციების სწორად მართვას და მათ მოტივირებას შედეგების მისაღწევად.

ტრენინგები ჩატარდება შაბათ-კვირას და ჯამში მოიცავს 24 საათს, დღეში 3 საათის ხანგრძლივობით.
ღირებულება - 690 ლარი. ღირებულებაში შედის სერტიფიკატი და ყავის შესვენება. კორპორატიული შეკვეთის შემთხვევაში ფასს განვიხილავთ ინდივიდუალურად.

ტრენინგების ჩატარების განრიგი:

** 4 აპრილი - 12:00-15:00
** 5 აპრილი - 12:00-15:00
** 11 აპრილი - 12:00-15:00
** 12 აპრილი - 12:00-15:00
** 19 აპრილი - 12:00-15:00
** 20 აპრილი - 12:00-15:00
** 26 აპრილი - 12:00-15:00
** 27 აპრილი - 12:00-15:00

ტრენინგის ჩატარების ადგილი: თბილისი, დიღმის მასივი, მ. გოგიბერიძის ქ. #1ა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ მიმაგრებული სააპლიკაციო ფორმა და გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@roigroup.ge

ჩვენი კომპანიის ლინკები:

Web-page - https://www.roigroup.ge/
Facebook - https://www.facebook.com/roigroup.ge/



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |