www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია
გამოქვეყნდა: 12 მარტი / განცხადების ვადა: 12 აპრილი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ("აჭარა") მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით. წარმოდგენილი პროექტის ძირითადი მიზანია აჭარაში ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისი ნარჩენების მართვის პოლიგონის მშენებლობა ქობულეთის რაიონის სოფელ ცეცხლაურში. აღნიშნული ობიექტი პირველ ეტაპზე მოემსახურება ქ. ბათუმს, ქობულეთის საკურორტო და საზღვაო სანაპირო ზონას და ხელვაჩაურის გზის ნაწილს. დაგეგმილია, რომ მომავალში მომსახურების არეალი გაფართოვდება. აღნიშნული პროექტი ფინანსდება ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD)-ს მიერ. აჭარის მთავრობის მიერ შექმნილია შპს "აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია" (ყოფილი შპს "ჰიგიენა 2009"), რომლის მფლობელობაშიც შემდგომში გადმოვა ეს პოლიგონი, და რომელმაც შემდგომში ამუშავებს აღნიშნულ პოლიგონს და მასთან დაკავშირებულ ობიექტებს და მიაწვდის შესაბამის მომსახურებას აჭარის მოსახლეობას. პროექტის მენეჯერმა უნდა განახორციელოს პროექტის და მის განხორციელებაში ჩართულ პერსონალის მართვა.

აჭარაში სოფელ ცეცხლაურთან ნარჩენების მართვის მშენებლობა

პროექტის მენეჯერის ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები შემდეგია:

** გაეცნოს და გაანალიზოს ქობულეთის რაიონის სოფელ ცეცხლაურში ნარჩენების პოლიგონის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციას;
** გაეცნოს და გაანალიზოს საქართველოს და აჭარის მთავრობის პოზიცია და შესაბამისი რეგულაციები (საკანონმდებლო აქტები, განკარგულებები, ა.შ) აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით;
** გაეცნოს და გაანალიზოს პროექტის ინჟინერთან (ფორმა2-ის ფილიალი საქართველოში) გაფორმებულ ხელშეკრულებას;
** გაეცნოს და გაანალიზოს აღნიშნული პროექტის განხორციელებაში გამოყენებული სატენდერო პროცედურები, მათ შორის სატენდერო დოკუმენტაცია, პროცედურების პერიოდში წამოჭრილ განმარტებები, პირველი და მეორე ეტაპის შერჩევის მოხსენებები, დამფინანსებელი ორგანიზაციებიდან (EBRD, SIDA) მიღებულ შენიშვნები, და ა.შ.;
** გაეცნოს და გაანალიზოს კონტრაქტორთან (გოკსინ ინსაათთან) გაფორმებული კონტრაქტი.
** გაეცნოს და გაანალიზოს პროექტის განხორციელების გენერალურ გეგმას. აუცილებლობის შემთხვევაში წარმოადგინოს თავისი მოსაზრებები აღნიშნულ გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით. წარუდგინოს თავისი წინადადებები გეგმის ცვლილების აუცილებლობასთან დაკავშირებით განხორციელებაში ჩართულ ყველა მხარეს;
** გაეცნოს და დეტალურად გაანალიზოს კონტრაქტორის მიერ უკვე შესრულებული სამუშაოები, მათ შორის დეტალურად შეისწავლოს მიღება ჩაბარების აქტები, "ინჟინერის" ანგარიშები, და ყურადღება გაამახვილოს განხორციელებაში წამოჭრილ პრობლემებზე და მათ გადაჭრის საშუალებებზე;
** დაამყაროს მჭიდრო ურთიერთობები და კომუნიკაცია პროექტში მონაწილე ყველა მხარესთან მათ შორის "აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიასთან", აჭარის მთავრობასთან, დამფინანსებელ ორგანიზაციებთან (EBRD, SIDA), პროექტის ინჟინერთან ("ფორმა 2"), კონტრაქტორთან ("გოკსინ ინსაათ") ასევე, პროექტის ჩართულ სხვა მხარეებთან (მაგ. ადგილობრივი მოსახლეობა). მოისმინოს და გაანალიზოს მათი ხედვები პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით;
** უშუალოდ ჩაერთოს პროექტის განხორციელებაში და თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოთქვას მოსაზრებები და მიიღოს განმარტებები პროექტში მონაწილე ყველა მხარესგან ("აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია", აჭარის მთავრობა, პროექტის ინჟინერი, კონტრაქტორი), აღნიშნული მოიცავს მაგრამ არ შემოიფარგლება:
** განსაზღვროს ის რისკები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის პროექტის განხორციელების გეგმის შესრულებას;
** რეგულარული ურთიერთობები დაამყაროს დამფინანსებელ ორგანიზაციებთან (EBRD, SIDA) და აჭარის მთავრობასთან არსებული პრობლემების ეფექტურად მოგვარების მიზნით;
** საჭიროების შემთხვევაში დაეხმაროს აჭარის მთავრობას და შპს "აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიას" შესაბამისი იურიდიული დოკუმენტების (რეგულაციების) მომზადებაში;
** დახმარება გაუწიოს შპს "აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიის" მმართველობას პროექტში მონაწილე პერსონალის მართვაში;
** ორგანიზება გაუწიოს სხვადასხვა ტიპის კვლებებს / გამოკითხვებს, რომლებიც აუცილებელი იქნება პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის.
** გაუწიოს ფინანსური მონიტორინგი პროექტის განხორციელებისთვის გამოყოფილ ფინანსურ სახსრებს;
** პროექტში აღმოჩენილი უზუსტობების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს პროექტის დამფინანსებლებს, აჭარის მთავრობას, და შპს "აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიას" არსებული უზუსტობების შესახებ;
** მოამზადოს რეგულარული ანგარიშები "აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიისთვის" აჭარის მთავრობისთვის, დამფინანსებელი ორგანიზაციებისთვის (EBRD, SIDA).
** შეასრულოს პროექტის განხორციელებაში აუცილებელი სხვა ქმედებები.
კომპეტენციის მინიმალური მოთხოვნები
** მინიმუმ 5 -წლიანი გამოცდილება FIDIC-ის წესებით პროექტების განხორციელებაში; მინიმუმ 1 პროექტის განხორციელების გამოცდილება საქართველოში;
** მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება დონორ ორგანიზაციებთან (EBRD, WORLD BANK, ADB, EIB) ურთიერთობებში;
** განათლება (მინიმუმ მაგისტრის წოდება) სამოქალაქო მშენებლობაში, მენეჯმენტში, პროექტის მართვაში ან სხვა ანალოგიურ სპეციალობებში.
** თავისუფლად ფლობა: ინგლისური და ქართული.
** რუსული ცოდნა არის უპირატესობა.
** კომპიუტერის ცოდნა: საოფისე პროგრამების გამოყენების გამოცდილება.

სამუშაო თვისებები: გუნდურობა, აკურატულობა, კეთილსინდისიერება, პუნქტუალობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: j.surmanidze86@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |