www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროდუქციის მენეჯერი
მომწოდებელი: გეფა
გამოქვეყნდა: 12 მარტი / განცხადების ვადა: 12 აპრილი

გეფა აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სამედიცინო წარმომადგენლების მომზადება ექიმებთან ვიზიტებისთვის, ორმაგი ვიზიტების დაგეგმვა.
** პრეპარეტების პოზიციონირება, მრგვალი მაგიდების დაგეგმვა, ტრეინინგების ჩატარება ფარმაცევტებისთვის.
** გაყიდვების კონტროლი და ანალიზი.
** პრიორიტეტული მედიკამენტების პორტფელის მართვა.
** პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმართვა.
** სამედიცინო დაწესებულების სიის მიხედვით სამუშაო ციკლის შედგენა, ვიზიტების დაგეგმვა.
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მუშაობის ხარისხის მონიტორინგი

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება.
** მსგავს თანამდებობაზე ან სამედიცინო წარმომადგენლად მუშაობის გამოცდილება.
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა პარტნიორებთან ურთიერთობისთვის. (სასურველია რუსულიც).
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
** შეეძლოს ინფორმაციის მოძიება-დამუშავება.
** კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილება.

შესაფერისმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ განაცხადები მისამართზე vacancy@gepha.com

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს "გეფა"-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |