www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
მომწოდებელი: ვაბაკო
გამოქვეყნდა: 12 მარტი / განცხადების ვადა: 12 აპრილი

"ვაბაკო" სწრაფად მზარდი, დინამიური კომპანიაა მეგობრული კოლექტივითა და სასიამოვნო სამუშაო გარემოთი. ჩვენი გუნდი აერთიანებს ტექნიკური, კრეატიული და ბიზნეს უნარების მქონე განსხვავებულ პროფესიონალებს. მზად ვართ მოტივირებულ და შრომისმოყვარე ადამიანებთან თანამშრომლობისათვის.

ვეძებთ ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტს, რომელთან ერთად შევქმნით მაღალი კლასის პროგრამულ პროდუქტებს დიდი კორპორაციებისათვის.

ძირითადი მოვალეობები:

** პროგრამის ფუნქციონალის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება;
** პროგრამის შემოწმებისთვის სცენარების მომზადება, მათი მიხედვით სისტემის შემოწმება;
** შეცდომების აღმოჩენა და რეგისტრაცია;
** აღმოჩენილი შეცდომების აღწერა და მათი პროგრამისტისთვის ახსნა;
** პროგრამისტის მიერ გასწორებული შეცდომების გადამოწმება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირებაში, ან ნებისმიერი ტექნიკური მიმართულებით.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი - კვირაში ხუთი დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე;
** ანაზღაურება - 600-800 ლარი ხელზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: QA Specialist



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |