www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბავშვთა გასართობი ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: სითი მოლი საბურთალო
გამოქვეყნდა: 12 მარტი / განცხადების ვადა: 12 აპრილი

"სითი მოლი საბურთალო" აცხადებს ვაკანსიას ბავშვთა გასართობი ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** დარბაზში არსებული ატრაქციონებისა და აქტივობების მართვა, გამართული სამუშაო პროცესის ორგანიზება და მონიტორინგი;
** კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი;
** რიგის მართვა და კონტროლი;
** ატრაქციონების ჩართვისა გამორთვის უზრუნველყოფა, მუშაობის პროცესში მათი მონიტორინგი, გამოყენების პირობების მომხმარებლებისთვის ახსნა.

მოთხოვნები:

** გამართული კომუნიკაციის უნარი ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენაზე;
** იმავე ან მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური
** გუნდური მუშაობის უნარი
** მოწესრიგებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებული

სამუშაო გრაფიკი: სრული ან ნახევარი განაკვეთი (ცვლის მიხედვით)

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე - info@igdevelopment.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება თქვენ სახელსა და გვართან ერთად.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |