www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კურიერ-ოპერატორი
მომწოდებელი: ოპპა
გამოქვეყნდა: 12 მარტი / განცხადების ვადა: 12 აპრილი

სს "ოპპა" (ყოფილი სს "ნოვა ტექნოლოჯი") ფინანსურ-ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით ოპერირებს. კომპანია ფლობს ელექტრონულ საფულეს http://www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებს. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 300 - ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე და ხარისხი კომპანიის მთავარი ღირებულებებია.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას კურიერ-ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.
პოზიციის მიზანი: ოპპას მომხმარებლებლებთან მოპედით ადგილზე მისვლა და შესაბამისი პროცედურების მიხედვით მათი იდენტიფიკაცია

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** მოწოდებულ მისამართებზე მომხმარებლებთან მისვლა;
** მომხმარებლების ადგილზე რეგისტრაცია და შესაბამისი პროცედურის მიხედვით იდენტიფიკაცია;
** მომხმარებლების მონაცემების შესაბამისი პროცედურების მიხედვით შენახვა.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა A1 (მოპედი);
** საკურიერო საქმიანობა ჩაითვლება უპირატესობად;
** ტექნოლოგიებთან (მობილური, პლანშეტი) მუშაობის შესაძლებლობა.

უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციის კარგი უნარები;
** შედეგზე ორიენტაცია;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პრობლემის ეფექტურად გადაჭრის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი.
** იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე HR@oppa.ge; გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |