www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ჯინო ფერედაისი
გამოქვეყნდა: 12 მარტი / განცხადების ვადა: 12 აპრილი

"Gino Paradise" მულტიფუნქციური, გასართობი - სპორტულ- გამაჯანსაღებელი კომპლექსია, რომელიც აკვაპარკს, სპა და ველნეს სივრცეს, ფიტნეს დარბაზს, კვების რამდენიმე ობიექტსა და მინი სასტუმროს აერთიანებს.

"Gino Paradise" 2013 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად, ოთხივე სეზონზე მასპინძლობს დასვენების, გართობისა და გაჯანსაღების მსურველებს. ის აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი, ხოლო ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი აკვაპარკია.

"Gino Paradise" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ, #9

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგული სამოქმედო გეგმის შემუშავება და ბიუჯეტირება;
** ზაფხულის სეზონის გეგმის შედგენა, განხორციელება;
** საკომუნიკაციო გეგმის შედგენა და იმპლიმენტაცია;
** პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოება;
** გუნდის კოორდინირება და მართვა;
** სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება და ორგანიზაციის განვითარების პროცესში მონაწილეობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების/ მარკეტინგის მიმართულებით;
** რელევანტურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

საჭირო პიროვნული უნარები:

** კომუნიკაციის კარგი უნარები- მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** სტრატეგიული აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულებს კომპანია გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** დამატებით ბენეფიტებს (კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა, კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა);

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@ginoparadise.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |