www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: აკვალაინი
გამოქვეყნდა: 12 მარტი / განცხადების ვადა: 12 აპრილი

კომპანია "აკვალაინი" ეძებს ენერგიულ, მოტივირებულ და კვალიფიციურ კანდიდატს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გ.კარტოზიას #6

მოვალეობები:

** არსებული საქონლის მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა;
** პოტენციური კლიენტების მოძიება;
** მოლაპარაკებების წარმართვა;
** პოტენციურ კლიენტებთან ვიზიტების დაგეგმვა და პროდუქციის შეთავაზება;
** შეკვეთების მიღება, ორგანიზება და მათი კონტროლი;
** ორგანიზაციის/გუნდის სხვა წევრებთან კოორდინირებული მუშაობა;
** ბაზარზე არსებული კონკურენციის დონის განსაზღვრა;
** რეპორტის მომზადება გაყიდვების მაჩვენებლების შესაბამისად;
** შესრულებულ სამუშაოზე ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** გამართული წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია; (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
** ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პრობლემების ანალიზისა და გადაჭრის უნარი;

პირობები:

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 10:00-19:00.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, კარტოზიას ქ. 6.
ანაზღაურება - 600 ლარი + ბონუსი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@aqualine.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |