www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბიზნეს გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: Business Connecting Company
გამოქვეყნდა: 12 მარტი / განცხადების ვადა: 12 აპრილი

"Business Connecting Company" არის ამიერ კავკასიის ბიზნეს სავაჭრო პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ყველა ბიზნეს სექტორს და ამარტივებს საქმიან ურთიერთობებს.

თუ ხარ ახალგაზრდა, ენერგიული, მოტივირებული ადამიანი და მზად ხარ ახალი გამოწვევისთვის მაშინ ეს შენთვისაა!

BCC აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

** ბაზრის კვლევა და ანალიზი
** კომპანიების მოძიება და საქმიანი ურთიერთობების დამყარება
** პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობა და კომუნიკაცია
** თვის გეგმის შედგენა და შესრულება
** პერსონალური და გუნდური გეგმის შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** განათლება - საშუალო, უმაღლესი
** ენები - ინგლისური, რუსული, ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული მახასიათებლები:

** გამართული მეტყველების და პრეზენტაციის უნარი;
** ეფექტური დროის მენეჯმენტი, ორგანიზების კარგი უნარი;
** პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
** შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე;
** ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** სიახლეების ათვისების უნარი;

სამუშაო გრაფიკი (სრული განაკვეთი)
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
სამუშაო დრო - 10:30-18:00

ანაზღაურება - (საშუალო ანაზღაურება 600 დან 1200 მდე)

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: vacancy.connecting@gmail.com

წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |