www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროდუქტების მარკეტინგის ოფიცერი
მომწოდებელი: აჭარაბეთი
გამოქვეყნდა: 12 მარტი / განცხადების ვადა: 12 აპრილი

კომპანია "Adjarabet.com" აცხადებს ვაკანსიას პროდუქტების მარკეტინგის ოფიცერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მჭიდრო სამუშაო ურთიერთობა კაზინოს მარკეტინგის მენეჯერთან და მასთან ერთად სხვადასხვა პროექტების დაგეგმვა.
** სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებისთვის დასახული გეგმის გაცნობა, სამუშაო პროცესის გაწერა და დავალების შესრულების მონიტორინგი.
** მოწოდებული მასალების გადამოწმება, საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების უზრუნველყოფა.
** პროექტების მიმდინარეობის სრული ხედვა, მზადყოფნა ნებისმიერ მომენტში მიაწოდოს მენეჯერს განახლებული ინფორმაცია სხვადასხვა აქტივობის სტატუსის შესახებ.
** რამდენიმე პროექტზე მუშაობისას პრიორიტეტების განსაზღვრა და სამუშაო ვადების დაცვა.
** მონაწილეობა სხვადასხვა პროექტების დაგეგმვასა და შექმნაში.
** მიმდინარე სამუშაო პროცესების დახვეწა, გამარტივება და მარკეტინგული პროექტების ირგვლივ ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა.
** პროდუქტის რეკლამების განთავსების მონიტორინგი, ეფექტურობის ანალიზი.
** შიდა სამუშაო ფაილების განახლება, განთავსებების და აქტივობების სტატუსების აფდეითი.
** ყოველკვირეული, ყოველთვიური და კვარტალური რეპორტების შექმნა (საქმიანობის ანალიზი, მონაცემთა ანალიზი, კონკურენტული ანალიზი)
** ბაზრის მონიტორინგი, ახალი საკომუნიკაციო არხებისა და აქტივობების მოძიება.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** ენერგიული
** კომუნიკაბელური
** მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** რთულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** ინგლისური ენის ცოდნა
** MS Office-ის ცოდნა
** გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებაში
** პრიორიტეტი მიენიჭება კაზინოს პროდუქტების ცოდნას, როგორც სლოტების, ასევე ლაივ კაზინოს მიმართულებით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@adjarabet.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |