www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მზარეული, სამეურნეო სპეციალისტი
მომწოდებელი: პანადერია
გამოქვეყნდა: 12 მარტი / განცხადების ვადა: 12 აპრილი

პურისა და საკონდიტრო ნაწარმის კაფეების ესპანური ქსელი "პანადერია" საქართველოშიც იხსნება.

რატომ "პანადერია"?

** ჩვენთან მუშაობა საინტერესო და სახალისოა
** აქ გაიცნობ საინტერესო ადამიანებს, რომლებიც მოგცემენ საშუალებას ისწავლო, განვითარდე, დააგროვო სამუშაო გამოცდილება და მიიღო დიდი გამოწვევები
** ჩვენთან ისწავლი ყველაზე გემრიელი კრუასანის, პურის მომზადებას
** ჩვენთან ყოველთვის არის განვითარების საშუალება

"პანადერია" აცხადებს ვაკანსიებს:

1. მზარეული

ძირითადი მოვალეობები:

** სენდვიჩების და სალათების სხვადასხვა სახეობების მომზადება
პურის და ფუნთუშეულის ნაწარმის ცხობის ბოლო ეტაპამდე მიყვანა (გაყინული ნაწარმის გამოცხობა)
** კაფის სისუფთავის შენარჩუნება მოთხოვნების შესაბამისად
** თავაზიანი და სწრაფი მომსახურება, დადებითი განწყობის შენარჩუნება
** უზრუნველყოს პროდუქციის მომზადება კაფეში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას პროდუქციის სრულ შემადგენლობაზე და შეეძლოს თითოელი პროდუქტის შემადგენლობის აღწერა;

მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** გამართული მეტყველების, დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა

რას გთავაზობთ ჩვენ?

** სწავლას, განვითარებას, კარიერულ წინსვლას
** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს - სწავლის და მუშაობის შეთავსება ჩვენთან შესაძლებელია
** სტაბილურ შემოსავალს,
** საინტერესო პროექტებში მონაწილეობას.

სამუშაო გრაფიკი: #1 კვირა (ორშაბათი-შაბათი)-06.00-14.00, #2 კვირა (ორშაბათი-შაბათი)-14.00-22.00
ანაზღაურება: 800 ლარი (მზარდი)

2. სამეურნეო სპეციალისტი

ძირითადი მოვალეობები:

** არსებული ტექნიკური აღჭურვილობის, ელ. მომარაგების, წყალმომარაგებისა და სხვა ობიექტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სისტემების ტექნიკური გამართულობის მონიტორინგი და დაზიანების შემთხვევაში, შეკეთების უზრუნველყოფა;
** სხვადასხვა სახის ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი სამეურნეო სამუშაოების ჩატარება გაუმართაობების აღმოსაფხვრელად;
** სათადარიგო ნაწილების მარაგების კონტროლი და შესყიდვის ინიცირება;

სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 600 ლ

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: kavtaradze.kate@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |