www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი აღმასრულებელი დირექტორი/CEO
მომწოდებელი: აქტო
გამოქვეყნდა: 13 მარტი / განცხადების ვადა: 13 აპრილი

კომპანია ვიტა-მარკეტ, შპს "აქტო"-ს (ჰოლდინგური კომპანიის) შვილობილი კომპანია, წარმოადგენს საქართველოს ბაზარზე ვიტამინებისა და საკვები დანამატების იმპორტიორს, ასევე ამერიკული ბრენდის NOW FOODS-ის ოფიციალური წარმომადგენელს კავკასიის რეგიონში, აცხადებს ვაკანსიებს შემდეგი მიმართულებით:

მთავარი აღმასრულებელი დირექტორის (CEO) პასუხისმგებლობაა კომპანიის სტრატეგიული მიმართულებების შექმნა, დაგეგმვა, განხორციელება და ინტეგრაცია. ეს მოიცავს პასუხისმგებლობას კომპანიის ყველა კომპონენტსა და მიმართულებაში.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** კომპანიის დამფუძნებელთან ერთად, კომპანიის სტრატეგიის შემუშავება, შესაბამისი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება და შესრულების მენეჯმენტი;
** ბაზრის შესწავლა, ანალიზი და არსებული ტენდენციების რეგულარული დადგენა, მათი გათვალისწინება დაგეგმარების პროცესებში;
** კომპანიის მნიშვნელოვან წევრებთან მოლაპარაკებების წარმოება, მათთან გრძელვადიანი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
** მარკეტინგული გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და განხორციელების კონტროლი;
** ძლიერი ჯგუფის ჩამოყალიბება, მართვა და მოტივირება;
** მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების კონტროლი;
** ყველა ოპერაციასა და ბიზნეს აქტივობის ზედამხედველობა და მათი შესაბამისობის უზრუნველყოფა საერთო სტრატეგიასა და მისიასთან;
** კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან და სამსახურებთან სტრატეგიული ამოცანების შესრულებაზე ორიენტირებული კომუნიკაციისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა;
** გაყიდვების ჯგუფთან კოორდინაცია;
** გაყიდვების სტიმულირება;
** წინასწარ დაგეგმილი გაყიდვების გეგმის შესრულება და განვითარება;
** სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვებში;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ხელმძღვანელ პოზიციაზე;
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** ძალიან კარგი კომუნიკაციის უნარი როგორც ზეპირი ასევე წერითი;

პიროვნული თვისებები:

** მმართველობითი უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** შრომისმოყვარე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოწესრიგებული;
** ორგანიზატორული ნიჭი;
** შიდა კომუნიკაციის ეფექტიანად დაგეგმვისა და წარმართვის უნარი;
** ცოდნის მართვის და გაზიარების სისტემების დანერგვისა და გამოყენების უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი.

ანაზღაურება:

** ფიქსირებული, გამოცდილების მიხედვით;
** ბონუსი გაყიდვების გეგმის შესაბამისად;
** წლიური გეგმის ბონუსი.

კონკურსის ეტაპები:

** შესარჩევი სიის მომზადება;
** გასაუბრება

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@acto.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "მთავარი აღმასრულებელი დირექტორი".

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ.

მთავარი ფინანსური ოფიცერი/ბუღალტერი (CFO) -ს პასუხისმგებლობაა კომპანიაში მიმდინარე ფინანსური პროცესების კონტროლი, საგადახდო და საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება, შეკვეთის გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის მაღალ დონეზე მომზადება, კომპანიის ფინანსური საქმიანობის დროული და ხარისხიანი მართვა. კოორდინირებული კომუნიკაცია სხვა დეპარტამენტებთან.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** კომპანიის ფინანსურის უწყისების მომზადება ყოველთვიურად;
** საწარმოო ოპერაციების ზუსტი და დროული ბუღალტრული აღრიცხვის უზრუნველყოფა; ასევე ბუღალტრული პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების და დახვეწის პროცესის მართვა;
** ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება;
** ბუღალტრული ოპერაციების წარმოება, კონტროლი, მონიტორინგი და შეუსაბამებლობის შემთხვევაში პროცესების გასწორება.
** რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს და საბანკო ოპერაციების შესრულება.
** პირველადი დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები) მოთხოვნა, მომზადება, შემოწმება, მათი დაარქივება კანონმდებლობით და/ან კომპანიის დადგენილი ვადების და პროცედურების შესაბამისად.
** საგადასახადო დეკლარირება, საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება, გაკონტროლება და სისწორის უზრუნველყოფა.
** პროდუქტების მარჟის და კომპანიის მომგებიანობის მიმდინარე კონტროლის უზრუნველყოფა ყოველდღიურ რეჟიმში;
** არსებული ხარჯების მიმდინარე ანალიზი და წინადადებების წარდგენა ხარჯების ოპტიმიზაციაზე;
** ფინანსური რისკების იდენტიფიცირების უზრუნველყოფა და რეაგირების გზების დამუშავება;
** შესყიდვების მენეჯერის მიერ მომწოდებლებთან შეთანხმებული გადახდის პირობების ზედამხედველობა;
** დებიტორული დავალიანებების კონტროლი და გადახდის ვადის დადგენა;
** კომპანიის მენეჯმენტთან ერთად ახალი პროდუქტის ჯგუფების დამატების, განვითარების და სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ფინანსური ანალიზის მომზადების მონიტორინგი;
** კომპანიის ფინანსური რესურსების შეფასება;
** არსებული სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის პროცესის გაწერა და მართვა;
** ფინანსურ აუდიტთან თანამშრომლობა და აუდიტის განხორციელების უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკისა და ფინანსების განხრით
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის სრულყოფილად ცოდნა
** საოფისე და საბუღალტრო პროგრამების სრულყოფილად ცოდნა + Oris-ის
** ფინანსების მიმართულებით არანაკლებ 3-5 წლიანი მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

ანაზღაურება: ფიქსირებული გამოცდილების შესაბამისად

კონკურსის ეტაპები:

** შესარჩევი სიის მომზადება;
** გასაუბრება

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@acto.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "მთავარი ფინანსური ოფიცერი/ ბუღალტერი".

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |