www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროდუქტის ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: ღვინის კომპლექსი ჩელთი
გამოქვეყნდა: 13 მარტი / განცხადების ვადა: 13 აპრილი

"მეღვინეობა ჩელთი" აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ქავთარაძის I შესახვევი #8.
ანაზღაურება: შეთანხმებით, განისაზღვრება გასაუბრების საფუძველზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00სთ - 19:00სთ.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** აუცილებელია არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე.
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების უმაღლეს დონეზე ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქტის შემუშავების სრული ციკლის ხელმძღვანელობა;
** მომხმარებლის მოთხოვნის და ბაზარზე არსებული კონკურენტების კვლევა;
** ახალი პროდუქტის კონცეფციის შემუშავება;
** პროდუქტის პოზიციონირების და პოპულარიზაციის სტრატეგიის შემუშავება.
** საფასო სტრატეგიის შემუშავება;
** გაყიდვების სტატისტიკის მომზადება;
** ბაზარზე პროდუქტის პოზიციის ცვლილების, ბრენდის რეიტინგის მონიტორინგი.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** კრეატიული და აქტიური
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალობა
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა
** კომუნიკაბელურობა
** დაგეგმვის და დროის ოპტიმალური განაწილების უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელ. მისამართზე: cvchelti@gmail.com

აუცილებელია, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |