www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გარე გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: ევროინს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 16 მარტი / განცხადების ვადა: 30 მარტი

სს "სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

სს "სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია" არის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და მზარდი კომპანია სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ჩვენს გუნდზე და ვამაყობთ იმით, რომ ის ძლიერი და მეგობრული პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული. კომპანია გთავაზობთ კარიერული წინსვლისა და საკუთარი პოტენციალის გამომჟღავნებისთვის საუკეთესო გარემოს.

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებიდან.
სამუშაო ადგილი: გლდანი, თემქა, მუხიანის ტერიტორია
სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი (სამუშაოს შესრულება შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად)

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** მეგობრულ, ახალგაზრდა და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას;
** თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს როგორც გაყიდვების ასევე სადაზღვევო პროდუქტების მიმართულებით;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარების განვითარებას;
** პრეზენტაციის ჩატარების და საქმიანი მიმოწერის უნარების განვითარებას;
** საინტერესო და პერსპექტიულ სამუშაოს;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აპლიკანტის მინიმალური ასაკი 18 წელი;
** სრული ან არასრული უმაღლესი განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Windows, MS Office და E-Mail) - სავალდებულოა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა - სასურველია;
** გაყიდვების/სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება;
** სატელეფონო გაყიდვების განხორციელება;
** შეხვედრის ორგანიზება, მოლაპარაკება და სადაზღვევო პროდუქტის გაყიდვისთვის საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება, საცალო სადაზღვევო პროდუქტების მომხმარებლისათვის შეთავაზება და რეალიზება;
** არსებული პორტფელის ფარგლებში მომხმარებლების მომსახურება;
** დაზღვევისათვის საჭირო დოკუმენტაციაზე მუშაობა;
** უშუალო ხელმძღვანელთან ანგარიშების მომზადება.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა და განსხვავებული ტიპის ადამიანებთან კომუნიკაციის უნარი;
** არაკონფლიქტურობა;
** თვითპრეზენტირების უნარი;
** მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სრულყოფილი CV ელექტრონულ მისამართზე: career@euroins.ge და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "გარე გაყიდვების აგენტი".

განცხადებები მიიღება 2020 წლის 30 მარტამდე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |