www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ურიკების მეთვალყურე
მომწოდებელი: Carrefour Georgia
გამოქვეყნდა: 16 მარტი / განცხადების ვადა: 16 აპრილი

"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის ექსკლუზიური მფლობელი "Majid Al Futtaim Retail"-ია, სავაჭრო ცენტრის, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში სადაც 43, 000 ადამიანია დასაქმებული.

ბრენდის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.

"კარფური" ქართულ ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა პირველი ჰიპერმარკეტით, ხოლო დღეისათვის საქართველოში 16 მაღაზიით არის წარმოდგენილი.

"კარფური", როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფური"-ს ყველაზე ღირებული რესურსი ადამიანური კაპიტალია და კომპანია ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" ("კარფური") ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიებს ურიკების მეთვალყურის პოზიციებზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ურიკების თავმოყრა და საწყობში დაბრუნება/შესაბამის ადგილზე განთავსება;
** მომხმარებლისთვის დახმარების შეთავაზება შეძენილი საქონლის ჩალაგებისას;
** მომხმარებლის დახმარება ურიკის გატანაში;
** ურიკების რაოდენობის კონტროლი;
** სალაროს დახლთან დატოვებული საქონლის შეგროვება და შესაბამის დახლებზე განლაგება.

მოთხოვნები:

** მოტივაცია, შრომისმოყვარეობა და გუნდში მუშაობის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი.

თუ გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com და წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ - "ურიკების მეთვალყურე"

ან გადადით მითითებულ ლინკზე და მიუთითეთ თქვენი მობილურის ნომერი: https://docs.google.com/forms/d/1OkuI8yU1cjvpF2V6KqPT8TA3fuEbOVdwH0PSyv10PN0/edit

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |