www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: კავკასუს როუდ პროჯექტი
გამოქვეყნდა: 17 მარტი / განცხადების ვადა: 30 აპრილი

კომპანია "კავკასუს როუდ პროჯექტი" საქართველოში ერთ-ერთ უდიდეს კომპანიას წარმოადგენს გზების მშენებლობის სფეროში. იგი 2005 წელს დაარსდა და სულ რამდენიმე წლის მანძილზე დარგის ლიდერად გადაიქცა. კომპანია მაღალკვალიფიციურ და პროფესიონალ კადრებზე დაყრდნობით აგრძელებს ახალი ტექნოლოგიების და მიდგომების დანერგვას.

შპს "კავკასუს როუდ პროჯექტი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
განაკვეთი: სრული

სამუშაოს აღწერილობა და ფუნქცია-მოვალეობები:

** სატელეფონო ზარების მიღება, ინფორმაციის მიწოდება და შესაბამის პიროვნებაზე გადამისამართება;
** შეხვედრების ორგანიზების უზრუნველყოფა;
** შემოსული და გასული კორესპონდენციის მართვა;
** სხვადასხვა დოკუმენტების თარგმნა ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე;
** ავიაბილეთებისა და სასტუმროების დაჯავშნა-ორგანიზება;
** ოფისის საკანცელარიო და სხვა საჭირო მასალებით უზრუნველყოფა;
** მენეჯმენტის მიერ მიცემული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
** მუშაკის თანამდებობაზე გაფორმების, აგრეთვე მისი განთავისუფლების ან სხვა პოზიციაზე გადაყვანის დოკუმენტაციის წარმოება საქართველოს შრომის კოდექსთან შესაბამისობაში; ბრძანებების და ცნობების მომზადება;
** დირექტორის მითითებით წერილების, პროექტების მომზადება, რომლებიც ეხება კომპანიის საქმიანობას;
** მობილურ ოპერატორებთან ურთიერთობა;
** სადაზღვევო კომპანიასთან ურთიერთობა.

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სავალდებულოა ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა, წერითი უნარების ჩათვლით (შემოწმდება გასაუბრებისას)
** სავალდებულოა MS Office Excel და სხვა MS Office პროგრამების საფუძვლიანად ცოდნა (შემოწმდება გასაუბრებისას)

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@crp.ge 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით. გთხოვთ, შესაბამის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |