www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ქართუ-უნივერსალი
გამოქვეყნდა: 17 მარტი / განცხადების ვადა: 17 აპრილი

შპს "ქართუ-უნივერსალი" ნაყინის და ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი ქართული კომპანიაა, რომელიც 1997 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. კომპანია აწარმოებს ყველასთვის ცნობილ და საყვარელ ბრენდებს - "თოლია"-ს და "კამპარა"-ს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://tolia.ge/

ყველაზე გემრიელი და მხიარული გუნდი აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** კლიენტების კონსულტირება და მომსახურება;
** სალაროსთან და პროგრამასთან მუშაობა;
** პროდუქციის მიღება და განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით;
** პროდუქციის რეალიზებამდე ვადების მონიტორინგი;
** სანაყინე დანადგარების გამართული მუშაობისთვის შესაბამისი პროცედურების დაცვა;
** უსაფრთხოების და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** პროგრამების ცოდნა: MS Excel; 1C-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

სამუშაო პირობები:

** ადგილი: სხვადასხვა ობიექტი თბილისის მასშტაბით;
** გრაფიკი: დღეში 6-8 საათი
** ანაზღაურებადი ზეგანაკვეთური საათები;
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@tolia.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

"თოლია" წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |