www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: კარგო ტრანს
გამოქვეყნდა: 17 მარტი / განცხადების ვადა: 17 აპრილი

სატრანსპორტო კომპანია "კარგო ტრანს" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათ-პარასკევი, 10:00-დან 18:00-მდე
სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაოს აღწერა:

** ახალი პარტნიორი სატრანსპორტო კომპანიების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება და ურთიერთობების დამყარება
** რეგულარული მოლაპარაკებების წარმართვა უკვე არსებულ პარტნიორებთან
** შეკვეთების დამუშავება, გადაზიდვების ორგანიზება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი.
** ტვირთების ადგილმდებარეობის ყოველდღიური მონიტორინგი
** საქმიანობის შედეგზე ორიენტირება, ყოველდღიური დავალებების შესრულება.
** ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება მიმდინარე საქმიანობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** MS Office პროგრამების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
** სტრესული გარემოებების მიმართ მდგრადობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ანაზღაურება ხორციელდება სისტემით: ფიქსირებული (განიხილება ინდივიდუალურად) + ბონუსური სისტემა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@cargotrans.ge და სათაურის ველში მიუთითოთ "ლოჯისტიკის მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |