www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 17 მარტი / განცხადების ვადა: 17 აპრილი

"ზღაპარი" ამ ეტაპზე 24 ფილიალს აერთიანებს, მისი წარმატება და მზარდი განვითარება მოტივირებული და შრომისმოყვარე გუნდის დამსახურებაა. გახდით ჩვენი გუნდის წარმატებული წევრი ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე. ჩვენ მოგცემთ შესაძლებლობას აქტიური კარიერული წინსვლისათვის.

ვაკანსია ცხადდება ვარკეთილისა და ნაძალადევის ფილიალებში. (კანდიდატისათვის ფილიალის შეთავაზება მოხდება გამოცდილებისა და საკვალიფიკაციო შესაძლებლობების შესაბამისად.

ფუნქცია- მოვალეობები:

** მაღაზიის ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შექმნა.
** სავაჭრო დარბაზში არსებული პროდუქციის განლაგების კონტროლი.
** არსებული ფასმაჩვენებლების კონტროლი.
** არსებული ნაღდი ფულის და უნაღდო ტრანზაქციების შედარება რეალიზებული პროდუქციის ღირებულებასთან.
** სარეალიზაციო პროდუქციის შეკვეთა პროგრამულად მომწოდებლებთან სტანდარტების დაცვით.
** საჭიროების შემთხვევაში მომწოდებლებისაგან მიღებული პროდუქციის მიღება სტანდარტების დაცვით.
** მაღაზიის მომსახურე პერსონალის დღის რეჟიმის დაგეგმვა, შესრულების კონტროლი.
** ადმინისტრატორების მიერ განხორციელებული საქმიანობის კონტროლი.
** საჭიროების შემთხვევაში მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმართვის უნარი.
** წარმოქმნილი ტექნიკური შეფერხებების აღმოჩენისა და აღმოფხვრის უნარი.
** პოტენციურ დასაქმებულთან მოლაპარაკებების წარმართვისა და შეთანხმების უნარი.
** საჭიროების შემთხვევაში დასაქმებულთათვის საქმიანობის სწავლების უნარი.
** აქტიური კომუნიკაცია დაქვემდებარებულ პირებთან.
** მომხმარებელთათვის სრულყოფილი მომსახურეობის მიწოდების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე (აუცილებელია გამოცდილება დარბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე პროდუქციით ვაჭრობის სფეროში)
** აუცილებელია კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Excel; Word; Email)
** სასურველია apex-ში და outlook-ში მუშაობის გამოცდილება.
** აუცილებელია მენეჯერი იყოს ობიექტური, კეთილგანწყობილი, კომუნიკაბელური, თავაზიანი თანამშრომელთა და მომხმარებელთა მიმართ.

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი სრული: ორშაბათი- შაბათი 10:00-19:00
** ანაზღაურება: საწყისი ანაზღაურება 800 ლარი.
** საგამოცდო ვადა: 3 თვე.
** ვაკანტური პოზიცია გულისხმობს ერთთვიან ანაზღაურებად გადამზადების ეტაპს.

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ ავტობიოგრაფია (cv) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@zgapari.ge
არაუგვიანეს 2020 წლის 17 აპრილისა მიუთითეთ პოზიციის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილი.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |