www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: McDonald’s Georgia
გამოქვეყნდა: 17 მარტი / განცხადების ვადა: 17 აპრილი

მაკდონალდს საქართველო აცხადებს ვაკანსიას განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები: სრული სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

1. ახალი რესტორნების გახსნა / New Store Opening

** უძრავი ქონების ბაზრის ანალიზი / ტერიტორიის მოძიება (ყიდვა-იჯარა) ახალი რესტორნისათვის "საუკეთესო მდებარეობა - საუკეთესო ფასი"
** საინვესტიციო წინადადების მომზადება - სრული ბიზნეს პროცესის წარმოება მართვა, მათ შორის Site Study ფაილისა და ABC Costing file-ი მომზადება
** ახალი რესტორნის პროექტირება/მშენებლობის ნებართვის მიღება
** ახალი რესტორნის სამშენებლო პროცესის დაწყება/მართვა/დასრულება/ჩაბარება
** შენობის აღჭურვა ყველა საჭირო ტექნიკური აღჭურვილობით, დანადგარით, მცირე მოწყობილობით, ავეჯით.

2. არსებული რესტორნების რემოდელირება / Existing Store Development

** საინვესტიციო წინადადების მომზადება - სრული ბიზნეს პროცესის წარმოება მართვა, Site Study ფაილისა და ABC Costing file-ი მომზადება.
** რესტორნის რემოდელირების პროექტის მომზადების კოორდინაცია, საჭიროების შემთხვევაში ქალაქის მერიიდან პროექტში დაგეგმილი ცვლილებების საფუძველზე განსახორციელებელი მშენებლობის ნებართვის მიღება
** რესტორნის რემოდელირების პროექტის მიხედვით სამშენებლო პროცესის დაწყება/ მართვა/ დასრულება/ ჩაბარება
** შენობის აღჭურვა ყველა საჭირო ტექნიკური აღჭურვილობით, დანადგარით, მცირე მოწყობილობით, ავეჯით.

3. დაუგეგმავი დაზიანებების პროცესის მართვა:

** დაუგეგმავი დაზიანებების პროცესის მართვა
** CAPEX ბიუჯეტის შედგენის პროცესის მართვა

4. Capex ბიუჯეტის შედგენის პროცესის მართვა (ტექნიკური აღჭურვილობების, დიდი აგრეგატების, კომუნიკაციების, ელექტრო სისტემების შეძენა/განახლება/გამოცვლასთან დაკავშირებით და ასევე სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების გათვალისწინებით):

5. დიდი აგრეგატებისა და კომუნიკაციების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა: გეგმიური პროფ-ტექ მომსახურების კალენდარი (PMC - Plan Maintenance Calendar)

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური/სამშენებლო ან ფინანსური განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გამოცდილება საინჟინრო შენობა-ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში სამშენებლო პროექტების დაგეგმვის, მომზადების, განხორციელების და ზედამხედველობის საქმეში
** გამოცდილება სამშენებლო-საპროექტო პროექტების შემადგენელი ნაწილების ნორმებისა და წესების გამოყენებაში;
** ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მეილზე: vacancy@mcdonalds.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |