www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მიმტანი/საკონფერენციოს კოორდინატორი
მომწოდებელი: Terminal
გამოქვეყნდა: 17 მარტი / განცხადების ვადა: 17 აპრილი

"ტერმინალი" არის მულტიფუნქციური სამუშაო სივრცე მათთვის, ვისი მიზანიც პროგრესი და განვითარებაა.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://www.facebook.com/Terminal34/

"ტერმინალი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის/საკონფერენციოს კოორდინატორის პოზიციაზე. ამ პოზიციისთვის ვეძებთ მეგობრულ და მომხმარებლებზე ორიენტირებულ კანდიდატებს, რომლებიც მზად არიან ენთუზიაზმით მოემსახურონ სტუმრებს და მონაწილეობა მიიღონ სივრცის ყოველდღიურ პროცესებში.

ძირითადი მოვალეობები:

** სხვადასხვა სახეობის ყავის/ჩაის მომზადება და სტუმრების მომსახურება;
** ბარში არსებული ტექნიკის გამოყენების წესების დაცვა;
** თანხის მიღება, გადახდის გატარება და შესაბამისი პროცედურის წარმართვა;
** ბარის წესრიგსა და ორგანიზებაზე ზრუნვა;
** ღონისძიებების დროს საკონფერენციო ოთახების ორგანიზებაში მონაწილეობა;
** საკონფერენციო ინვენტარის შესაბამისი განლაგების უზრუნველყოფა;
** სივრცის წევრებთან კომუნიკაცია, მათი საჭიროებების დადგენა და მეგობრული/სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნა;
** გუნდის მხარდაჭერა სხვადასხვა აქტივობებში.

ვეძებთ კანდიდატს, რომელიც არის:

** მომხმარებლებზე ორიენტირებული;
** მეგობრული;
** საუბრობს ინგლისურად/რუსულად საკომუნიკაციო დონეზე;
** შეუძლია გუნდური მუშაობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ გარემოს ჩვენს მულტინაციონალურ და მულტიფუნქციურ სივრცეში;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

სამუშაო საათები: 09:00-17:00 ან 13:00-21:00 (კვირაში 5 დღე).

თუ ეს ყველაფერი თქვენთვის საინტერესოა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: careers@tushiconcept.co და სათაურის ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება (მიმტანი/საკონფერენციოს კოორდინატორი), რომელზეც აგზავნით განაცხადს.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება მხოლოდ შერჩევის პროცესთან დაკავშირებული მიზნებისთვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |