www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აგრო ზარალების მენეჯერი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
გამოქვეყნდა: 19 მარტი / განცხადების ვადა: 31 მარტი

სს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას აგრო ზარალების მენეჯერის პოზიციაზე.

აგრო ზარალების მენეჯერის პოზიცია არ არის მუდმივი, გულისხმობს საჭიროების მიხედვით გარკვეული დღეების განმავლობაში მუშაობას - რეგიონებში მივლინებაში წასვლას და გათვალისწინებულია შესაბამისი დღიური ანაზღაურება.

ძირითადი მოვალეობები:

** საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მივლინებებში სიარული, აგრო ზარალების შეფასების პროცესის წარმართვა და ადმინისტრირება;
** კომუნიკაცია კლიენტებთან, კლიენტისთვის ზარალის შეფასების, პროცედურების და ანაზღაურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** შემთხვევის ადგილზე გასვლის ორგანიზება, ტექნიკური საკითხების მოგვარება;
** დოკუმენტაციის ადმინისტრირება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია აგრარულ სფეროში);
** მნიშვნელოვანია სამუშაო გამოცდილება აგრარულ სფეროში;
** MS Office პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** სასურველია GPS პროგრამის ცოდნა ცოდნა;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია).

პიროვნული უნარები:

** დამარწმუნებელი კომუნიკაცია
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი
** დროის მართვის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2019 წლის 31 მარტის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - "აგრო ზარალების მენეჯერი".

სადაზღვევო კომპანია "ალდაგში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, შემდგომი სამი წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |