www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ღვინის სპეციალისტი/მიმტანი
მომწოდებელი: შატო მუხრანი
გამოქვეყნდა: 19 მარტი / განცხადების ვადა: 18 აპრილი

შატო მუხრანი თბილისიში, მეიდანზე არებული ღვინის ბარისთვის ეძებს ღვინის სპეციალისტებს / მიმტანებს.

შატო მუხრანის ღვინის ბარი შთაგონებულია როგორც ქართული, ასევე ფრანგული საუკეთესო ღვინის ბარების კონცეფციით. ბარი რომელიც მდებარეობს თბილისში, ისტორიულ ქალაქში, მეიდანის მოედანზე.

ჩვენთან შესაძლებელია შატო მუხრანის შესანიშნავი ღვინოების მირთმევა, აგრეთვე საერთაშორისო ბრენდების ღვინოების და სასმელების დახვეწილი სახეობების შერჩევა, ჩვენი შეფების მიერ შემუშავებული უგემრიელესი ტაპას მენიუების დაგემოვნება. ღვინის ბარი არის ექსკლუზიური და მყუდრო ადგილი, სადაც ყველა, მოყვარული ან ღვინის პროფესიონალი ადამიანი, შეძლებს იპოვოს საკუთარი ადგილი.

შატო მუხრანის ღირებულებებიდან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სტუმრების კმაყოფილება, რასაც ვაღწევთ ჩვენი პროფესიონალი პერსონალის მომსახურების მაღალი ხარისხით, აგრეთვე მუდმივად განახლებადი ღონისძიებებით, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ღვინისა და საუკეთესო სასმელების მოყვარულთათვის.

შატო მუხრანის ღვინის ბარი დაარსდა, როგორც ხიდი უმაღლესი ხარისხის ღვინოების სამყაროსა და ჩვენს მომხმარებლებს შორის.

ამ ძირითადი ღირებულებების თანახმად, ჩვენ ვაახლებთ ღვინის ბარს, რათა შევქმნათ უნიკალური ადგილი, როგორც ქართველი, ისე უცხოელი მომხმარებლებისთვის, რომ ვუმასპინძლოთ და მათთვის საყვარელი ღვინოების აღმოჩენაში დავეხმაროთ.

ჩვენი ძირითადი მიზანი ახლა არის, რომ მოვიზიდოთ ღვინის მოყვარული ადამიანები და სული ჩავბეროთ განახლებულ ღვინის ბარს. სწორედ ამიტომ გთავაზობთ ჩვენთან მუშაობის შესაძლებლობას. ჩვენთვის საინტერესოა ახალგაზრდა, პროაქტიული ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდი. სწორედ ეს უნარები იქნება ჩვენთვის დაქირავებაზე გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ჩვენ ველით, რომ თქვენ მოიტანთ თქვენს ცოდნას ღვინის შესახებ და იქნებით მოტივირებულები ისწავლოთ მეტი.

გაითვალისწინეთ, რომ თქვენ გაივლით ტრენინგს ჩვენი ღვინის ბარის მენეჯერთან. ის მუშაობდა მეღვინის ასისტენტად და პირველი ადამიანია საქართველოში, რომელიც ფლობს WSET-ის მეოთხე დონის დიპლომს. თქვენ მიიღებთ ცოდნას მომსახურების ხარისხის საუკეთესო მაგალითების შესახებ, აიმაღლებთ ცოდნას ღვინის შესახებ, რაც მოგცემთ საშუალებას გახდეთ ამ სფეროს პროფესიონალი.

მოთხოვნები:

** უნდა გიყვარდეთ ღვინო
** პოზიტიური, კომუნიკაბელური, სტუმართმოყვარე, მომღიმარი. უნდა გქონდეთ სწავლის სურვილი.
** ორგანიზების უნარები
** ენების ცოდნა სავალდებულოა: ქართული და ინგლისური სრულყოფილად. რუსული იქნება მნიშვნელოვანი პლუსი

რას გთავაზობთ:

** ქართული უმაღლესი ხარისხის ღვინოების სერვირების/დეგუსტაციის წესების შესწავლის საშუალებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
** ღვინის შესახებ უნიკალურ ტრენინგებზე დასწრების შესაძლებლობას
** მეგობრული გუნდის წევრობას
** მოქნილ გრაფიკს. თუ სტუდენტი ხართ, გრაფიკი შედგება ისე, რომ ხელი არ შეგეშალოთ სწავლაში.
** თანამშრომლების კვებას
** უნიფორმას
** ტაქსის მომსახურებას ღამის ცვლის დასრულების შემდგომ

რა დაგევალებათ:

** ღვინისა და კვების სერვირება ჩვენი კლიენტებისთვის
** ღვინის დეგუსტაციის წარმართვა 3 ენაზე
** მომხმარებლების დახვედრა და შემოპატიჟება
** ღვინის მარაგის ინვენტარიზაცია და ანგარიში ყოველკვირეულად / ყოველთვიურად
** ყოველდღიური შესყიდვების შეთანხმება ღვინის ბარის მენეჯერთან შესყიდვის ბრძანებების მისაღებად
** დასუფთავების თანამშრომლებთან ერთად ბარის სისუფთავეზე ზრუნვა

პირობები:

** მომსახურების ხელშეკრულება: ხელზე ასაღები 30 ლარი დღეში + ბონუსი გაყიდვებიდან
** ანაზღაურების გაცემა მოხდება ფაქტიურად ნამუშევარი დღეების მიხედვით.
** ბარის სამუშაო გრაფიკია 12:00 საათიდან 00:00 საათამდე, 7 დღე კვირაში
** 12 საათიანი ცვლა

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV ინგლისურ ენაზე, ელ-ფოსტაზე: recruitment@mukhrani.com 2020 წლის 3 აპრილის ჩათვლით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |