www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონკურსი დიზელის გენერატორის შეძენაზე
მომწოდებელი: USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა
თანდართული ფაილი: 62809_usaidagr_rfq_dieselgen_9267065.zip
გამოქვეყნდა: 19 მარტი / განცხადების ვადა: 1 აპრილი

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის ხუთწლიანი პროგრამის მიზანია, მდგრადი საბაზრო სისტემების დანერგვის გზით, წაახალისოს სოფლის მეურნეობის იმ დარგების განვითარება, რომლებსაც გააჩნიათ სამუშაო ადგილების შექმნისა და მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSME) შემოსავლების ზრდის მკაფიო პოტენციალი. პროგრამა გეგმავს საინვესტიციო და მიზნობრივი ტექნიკური დახმარების გაწევას მემცენარეობის სექტორში მოქმედი ბაზარზე ორიენტირებული საწარმოებისთვის და საწარმოო კლასტერებისთვის, ასევე, ასოციაციებისა და მომსახურების/ინფორმაციის/კონსულტაციების მიმწოდებლების მხარდაჭერას, რათა გააძლიეროს აგრობიზნესების შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის ინკლუზიურ და მდგრად განვითარებას.

პროექტის აქტივობების ფარგლებში, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამას სურს შეიძინოს 3 ფაზიანი დიზელ-გენერატორი, რათა გაუმჯობესდეს და გაძლიერდეს გრანტიორის არსებული ბიზნეს საქმიანობა. ამ განაცხადის მიზანია შეთავაზებების მოთხოვნა 3 ფაზიან დიზელ-გენერატორზე (70კვა/56, 6კვტ; 380-415ვოლტ/50 ჰრც).

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა შერჩეულ მომწოდებელთან გააფორმებს ფიქსირებული თანხის შესყიდვის ხელშეკრულებას.

სავარაუდოდ, ფიქსირებული თანხის შესყიდვის ხელშეკრულების გაცემა მოხდება 2020 წლის 13 აპრილამდე.
საქონლის მიწოდებისა და მონტაჟის სასურველი დროა არაუგვიანეს 2020 წლის 30 აპრილი.
მიწოდების ადგილი: სოფელი გავაზი, ყვარლის მუნიციპალიტეტი, კახეთის რეგიონი.

სრული ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

შეთავაზებების წარდგენა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2020 წლის 1 აპრილის 17:00 საათისა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |