www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარაგების აღრიცხვის ოპერატორი
მომწოდებელი: VENDOO.GE
გამოქვეყნდა: 23 მარტი / განცხადების ვადა: 21 აპრილი

კომპანია "Vendoo" აცხადებს ვაკანსიას მარაგების აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე.

კომპანია "Vendoo" არის ელექტრონული კომერციის ინოვაციური ქართული პლატფორმა, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებსა და მომწოდებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით და ჩვენი მთავარი მიზანია, გავამარტივოთ პროდუქციის ონლაინ ყიდვა-გაყიდვა, მომხმარებლებს სწრაფად მივაწოდოთ პროდუქტი და შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხის მომსახურება.

პოზიციის შესახებ:

აღნიშნული პოზიცია მოიცავს საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს ინოვაციურ გუნდში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულს წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები და ამავდროულად შეიძინოს ახალი ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სისტემაში მომწოდებელთან გაკეთებული შეკვეთებს რეგისტრაცია;
** სისტემაში რეგისტრირებული და მომწოდებლის მიერ rs.ge-ზე ატვირთული პროდუქტების რაოდენობების და ფასების შედარება და უზუსტობების შემთხვევაში გასწორების უზრუნველყოფა;
** ელექტრონულ პორტალზე სასაქონლო ზედნადებების მონიტორინგი და სასაქონლო ნაშთების კონტროლი;
** ახალი პროდუქტების/ნომენკლატურის პროგრამაში გახსნა;
** სისტემაში პროდუქტებზე შესყიდვის და გასაყიდი ფასების რეგისტრაცია და ცვლილება კატეგორიის მენეჯერების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად;
** რეგულარული რეპორტების მომზადება და დაგზავნა;
** მთ. ბუღალტრის დავალებით სხვა ოპერაციების სისტემაში ასახვა;
** სხვა დავალებების შესრულება ხელმძღვანელის მითითების შესაბამისად.

ძირითადი მოთხოვნები:

** MS Excel-ის საშუალო დონეზე ცოდნა;
** სასურველია ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
** სასურველია რომელიმე საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;

კომპეტენციები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად გამოყენების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

რას გთავაზობთ ჩვენ?

** შრომით ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ამბიციურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ბევრ საინტერესო და განსხვავებულ პროექტს;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 21 აპრილი, 2020 წ.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე: career@vendoo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ "მარაგების აღრიცხვის ოპერატორი".

Vendoo.ge — #სურვილისსისწრაფით

კომპანია "Vendoo" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

კომპანია "Vendoo"-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება/შეინახება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შესაძლო შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. გთხოვთ, იმ შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |