www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ფარმ აქტივი
გამოქვეყნდა: 23 მარტი / განცხადების ვადა: 23 აპრილი

ევროპული ფარმაცევტული კომპანია შპს "ფარმ აქტივი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისსა და ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება ექიმებთან, სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან და აფთიაქების პერსონალთან.
** პრეზენტაციების დაგეგმვა, ორგანიზება და ჩატარება
** საპრომოციო პროდუქტებთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ღონისძიებების განხორციელება.
** შესრულებული სამუშაოს ყოველდღიური ანალიზი და რეპორტინგი.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** სამედიცინო წარმომამადგენლად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) ცოდნა.
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

აუცილებელი უნარები:

** გამართული კომუნიკაციის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** ორგანიზებულობა
** სწორი და შედეგიანი მოლაპარაკების წარმოების უნარი
** შედეგზე ორიენტირებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა
** პრეზენტაბელურობა

სამუშაო პირობები:

** სრული სამუშაო განაკვეთი - 10:00 სთ.დან 19:00 სთ.მდე
** საგამოცდო პერიოდი: 3 თვე
** საწყისი ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი, ბონუსები, წამახალისებელი ფულადი პრემიები.

დაინტერესებული პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@georgian-active.ge და საგნის ველში ("subject") მიუთითოთ რეგიონი და პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |