www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუნებრივი გაზის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი
მომწოდებელი: სემეკი
გამოქვეყნდა: 24 მარტი / განცხადების ვადა: 1 აპრილი

"საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია" აცხადებს ვაკანსიას: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატის ბუნებრივი გაზის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი

თანამდებობრივი სარგო : 2400 ლარი.
ადგილების რაოდენობა : 1
მისამართი: თბილისი. ა. მიცკევიჩის ქუჩა, N19
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ძირითადი მოთხოვნები:

** საქართველოს მოქალაქე;
** ასაკი - 18 წლის;

სპეციალური მოთხოვნები:

** პროფესია: ფინანსისტი ან ეკონომისტი;
** მინიმალური განათლება: მაგისტრი;
** სამუშაო გამოცდილება: 2 წელი;

კომპიუტერული პროგრამების, ოპერაციული სისტემების ცოდნა:

** Microsoft Office Word - ძალიან კარგი;
** Microsoft Office Excel - ძალიან კარგი;
** Microsoft Office PowerPoint - ძალიან კარგი;
** Microsoft Office Outlook - ძალიან კარგი;

ენების ცოდნა:

** ქართული ენა - ძალიან კარგი;
** ინგლისური ენა - ძალიან კარგი;
** რუსული ენა - კარგი;

დამატებითი მოთხოვნები:

** კანდიდატს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსების, ეკონომიკის ან/და ენერგეტიკის სფეროში ბუნებრივი გაზის მიმართულებით.

კანდიდატი სასურველია აკმაყოფილებდეს დამატებით მოთხოვნებს:

** აკურატულობა, ორგანიზებულობა და გუნდურობა;
** დამოუკიდებლად საკუთარი სამუშაოს და დროის დაგეგმვის უნარი;
** ფორმალური დოკუმენტების (მომხმარებლის მოთხოვნების, აღწერილობების, ინსტრუქციების) წერის ჩვევები.

ფუნქციები:

** ბაზრის მონიტორინგი:
** წარმოდგენილი ანგარიშგების სრულყოფილების დადგენა;
** ანგარიშგების ფორმების განახლების საჭიროების გამოვლენა;
** წარმოდგენილი ანგარიშგების შესაბამისი ანგარიშების (ბაზრის ანალიზი) მომზადებაში, შემაფერხებელი გარემოებების გამოვლენაში და ამ გარემოების აღმოფხვრისათვის წინადადებების მომზადებაში მონაწილეობა.
** მიღებული კორესპონდენციის შესრულება:
** ბუნებრივი გაზის სექტორის ლიცენზიატებს, მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი სადავო საკითხების კომისიის სხდომაზე განსახილველად მომზადება;
** დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე განცხადებებისა და წერილების განხილვა და მათზე რეაგირება;
** დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი.
** ქსელების განვითარების და საინვესტიციო გეგმებზე, სატარიფო განაცხადებზე დასკვნების
და რეკომენდაციების მომზადებაში მონაწილეობა:
** საინვესტიციო პროექტების ეკონომიკური მიზანშეწონილობის დადგენისა და მისაწოდებელი/გასანაწილებელი/სატრანსპორტო ბუნებრივი გაზის პროგნოზირების მოდელის განახლებაში მონაწილეობა.
** კანონმდებლობის დახვეწის პროცესში მონაწილეობა:
** მისი საქმიანობის ფარგლებში საკანონმდებლო ნაკლოვანებების გამოვლენაში მონაწილეობა;
კანონქვემდებარე აქტებში ცვლილების შეტანის პროცესში, ასევე არსებულ პროექტებზე მოსაზრებების მომზადების პროცესში მონაწილეობა;
** სხვადასხვა ღონისძიებებში და პლატფორმები მონაწილეობის მიღება, პრეზენტაციების მომზადება, ინფორმაციის განახლება/გამოქვეყნების/გაცემის უზრუნველყოფა და სხვა აქტივობები ქვეყნის და საერთაშორისო დონეზე.

საკონკურსო თემატიკა:

** საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
** საქართველოს კანონი "ენერგეტიკის და წყალმომარაგების შესახებ";
** საქართველოს კანონი "ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ";
** ბუნებრივი გაზის შიდა ბაზრისათვის საერთო წესებისა და 2003/55/EC დირექტივის გაუქმების შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 13 ივლისის 2009/73/EC დირექტივა; http://eurlex.europa.eu/LexUriServ/LexUriServ.do?uri=OJ:L:2009:211:0094:0136:en:PDF
** ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელზე დაშვების პირობებისა და №1775/2005 (EC) რეგულაციის გაუქმების შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 13 ივლისის №715/2009 (EC) რეგულაცია; http://eur-lex.europa.eu/LexUriServ/LexUriServ.do?uri=OJ:L:2009:211:0036:0054:en:PDF
** საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 31 აგვისტოს №22 დადგენილებით დამტკიცებული "ბუნებრივი გაზის ქსელის წესები";
** საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული "ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები";
** საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებით დამტკიცებული "ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია";
** საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის №6 დადგენილებით დამტკიცებული "საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულება".

დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: mail@gnerc.org

დამატებითი ინფორმაცია:

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, უნდა ატვირთონ და გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:

** უმაღლესი განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აღიარებული განათლების სამინისტროს მიერ.
** სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
** სამოტივაციო წერილი (განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა წარმოდგენილი სამოტივაციო წერილის შინაარსს, პროფესიულ უნარ-ჩვევებსა და გამოცდილებას).

წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის გასაუბრების ეტაპზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |