www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ოკეანე
გამოქვეყნდა: 24 მარტი / განცხადების ვადა: 2 აპრილი

კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით "ნიკორა" წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები, უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 6000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: www.nikora.ge

სს "ნიკორას" შვილობილი კომპანია - შპს "ოკეანე" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებზე გადაადგილება და პროდუქციის პლანოგრამასთან შესაბამისობის კონტროლი;
** პროდუქციის ვადების შემოწმება და FIFO სტანდარტის დაცვის კონტროლი;
** ობიექტებზე არსებული პროდუქციის მარაგებისა და ნაშთების კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტების სარეკლამო მასალებით მომარაგება;
** ობიექტების პერსონალთან პოზიტიური კომუნიკაცია;
** რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გადადით მითითებულ ბმულზე და შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: http://213.131.50.62:84/vacancy/0x811d0050568a71e611ea5ede320c6fed

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ნიკორამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით შემდგომი გამოყენებისთვის.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2020 წლის 2 აპრილი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |