www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დასუფთავების დეპარტამენტის მენეჯერი
მომწოდებელი: წყალტუბო პლაზა
გამოქვეყნდა: 24 მარტი / განცხადების ვადა: 23 აპრილი

"წყალტუბო პლაზა" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების დეპარტამენტის (HK) მენეჯერის თანამდებობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამისი განათლება;
** 2-3 წლიანი გამოცდილება სასტუმროსა და ტურიზმის სფეროში, ანალოგიურ პოზიციაზე.
** უცხო ენების ცოდნა - რუსული, ინგლისური.
** კარგი საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები;
** კრეატიული აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის ჩვევები და ლიდერული თვისებები.

მოვალეობები:

** უხელმძღვანელოს, ზედამხედველობა გაუწიოს დასუფთავების განყოფილების თანამშრომლების საქმიანობას;
** აღრიცხოს თანამშრომელთა დასწრება საათობრივად, მიაწოდოს ბუღალტერიას შესაბამისი ანგარიში;
** შეამოწმოს თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაო;
** გააკეთოს დასუფთავებისათვის საჭირო ინვენტარის შეკვეთა;
** აკონტროლოს განყოფილების საწყობი;
** გაუწიოს დასუფთავების ინვენტარს კონტროლი;
** მოამზადოს განყოფილებისთვის აუცილებელი დოკუმენტაცია;
** განახორციელოს სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად თანამშრომელთა ტრენინგი და შეფასება;
** თანამშრომლების მუშაობის ყოველთვიური შეფასება წარუდგინოს ადამიანური რესურსების მენეჯერს;
** უზრუნველყოს განყოფილების გამართული და მოწესრიგებული მუშაობა;
** ყოველდღიური ანგარიში წარუდგინოს გენერალურ მენეჯერს, სასტუმროს დასუფთავების დეპარტამენტში არსებული მდგომარეობის შესახებ.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რომ გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@tph.ge ("Subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ სასურველი პოზიცია).



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |