www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მიწოდების აგენტი
მომწოდებელი: ენგადი
გამოქვეყნდა: 24 მარტი / განცხადების ვადა: 5 აპრილი

სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" ("ნაბეღლავი", "ბახმარო", "რაუხის" წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.

დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".

ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სადისტრიბუციო კომპანია "ენგადი" აცხადებს ვაკანსიას მიწოდების აგენტის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი. ჯამური ანაზღაურება 900-1100 ლარი.

ძირითადი მოვალეობები:

** სატრანსპორტო საშუალებით სავაჭრო ობიექტებისთვის პროდუქციის მიწოდება, წინასწარ განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით.
** საქონლის ჩამოტვირთვის უზრუნველყოფა და სავაჭრო ობიექტში დანიშნულების ადგილზე შეტანა/განთავსება
** კლიენტთან ანგარიშსწორების წარმოება, ნავაჭრი თანხის მიღება და კომპანიის საბანკო ანგარიშზე შეტანა
** სალაროს აპარატზე პასუხისმგებლობა; დღის შემაჯამებელი ფურცლისა და Z ანგარიშის მიწოდება შესაბამისი პირისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** არასრული საშუალო/საშუალო განათლება (სავალდებულო)
** სატვირთო მანქანის მართვის გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი
** B, C კატეგორიის მართვის მოწმობა
** ქართული ენის ცოდნა (წერა, კითხვა, გაგება).

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** მარტივი არითმეტიკული ოპერაციების შესრულების ცოდნა;
** შეზღუდულ ვადებში/დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** აკურატული, პუნქტუალური, დისციპლინირებული.

სხვა მითითებები: ფიზიკური დატვირთვისადმი გამძლე და მოქნილი: უნდა შეძლოს მძიმე და დიდი მოცულობის ნივთების აწევა/გადაადგილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 5 აპრილი, 2020 წ.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ.ფოსტაზე: HR@engadi.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, და სამუშაოს ადგილმდებარეობა.

სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |